Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მოსკოვში ქართული ეკლესია დაიკეტა - წინამძღვარს კორონავირუსი დაუდგინდა

© photo: Sputnik / Алена Савельеваმოსკოვში წმინდა გიორგის ტაძარი
მოსკოვში წმინდა გიორგის ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც წინამძღვარს კორონავირუსი დაუდასტურდა, ტაძრის სრული დეზინფექცია ჩატარდა. ახლა ის კარანტინზე დაიკეტა.

თბილისი, 7 მაისი - Sputnik. მოსკოვში წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარს ფეოდორ კრეჩეტოვს COVID-19 დაუდასტურდა, ნათქვამია რუსეთში ქართული დიასპორის განცხადებაში Facebook-ზე.

წვეთოვანი - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსის სამკურნალოდ პლაზმაფერეზი პირველად გამოიყენეს

მას შემდეგ, რაც წინამძღვარს კორონავირუსი დაუდასტურდა, ტაძრის სრული დეზინფექცია ჩატარდა. ახლა ის კარანტინზე დაიკეტა.

დიასპორის ინფორმაციით, დაავადდნენ ტაძრის სხვა სასულიერო პირებიც.

დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი და მღვდელი მირონ კანთელაძე ამჟამად მკურნალობის კურსს გადიან. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა ისინი ინფიცირებული, შედეგები დამატებითი კვლევების შემდეგ გახდება ცნობილი.

რუსეთში საყოველთაო თვითიზოლაციის მკაცრი რეჟიმი მოქმედებს, მოქალაქეებს მოუწოდებენ, უკიდურესი საჭიროების გარდა არ დატოვონ სახლები და ერთმანეთთან მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანცია დაიცვან. დახურულია გასართობი დაწესებულები, სილამაზის სალონები, კაფეები და რესტორნები. ჩვეულ რეჟიმში მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ზოომაღაზიები, ადგილზე მიტანის სერვისები, კავშირგაბმულობის სერვისები, ბანკის ფილიალები, პირველადი საჭიროების არასასურსათო საქონლის მაღაზიები მუშაობენ, აგრეთვე სამსახურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქის ცხოვრებას.

ზოგიერთ რეგიონში ქალაქში გადაადგილების მიზნით შემოღებულია საშვების სისტემა.

დღეისათვის ქვეყნის 85-ვე რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 177 160 შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან 1 625 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 23 803 პაციენტი. COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა მოსკოვში - კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან ინფიცირებულია 92 676 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0