თბილისი, 20 მარტი - Sputnik. თბილისში ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე „მაკდონალდსის" რესტორანში ხანძარი გაჩნდა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შევიდა ინფორმაცია, რომ „მაკდონალდსის" რესტორნის სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.
„ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მეოთხე სართულზე, სასერვერო ოთახში გაჩნდა. დაიწვა აპარატურა და ელექტრო სადენები“, - აღნიშნულია განცხადებაშია.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ორი ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.