COVID-19 - ბოლო ცნობები

„რისკი გაზრდილია" – გამყრელიძე კორონავირუსის საქართველოში გავრცელების შესახებ

საქართველოს მთავრობა, იმისათვის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემოღწევა აღკვეთოს, დამატებით ზომებს იღებს.
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის შემოღწევის რისკი მატულობს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველო კომპანიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჩინეთიდან სამუშაო ძალის შემოყვანისგან>>

სწორედ ამიტომ, მისი თქმით, საქართველო პანდემიური მზადყოფნის რეჟიმზე გადადის.

პანდემია უჩვეულოდ ძლიერი ეპიდემიაა, რომელიც ხასიათდება ინფექციური დაავადების ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ცალკეული სახელმწიფოების ტერიტორიაზე და ხანდახან მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გავრცელებით.

საქართველო ჩინეთთან და ირანთან ფრენების შეწყვეტის გამო მილიონებს კარგავს

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ამ კვირაში ცნობილი გახდება საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილების შესახებ, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი – როგორ მოხდება საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანების მონიტორინგი.

ამჟამად საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს ყველა ქვეყანას ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

ამ დღეებში თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ცხრა პაციენტი შეიყვანეს. აქედან ორი ირანის მოქალაქე იყო, დანარჩენები – საქართველოს. ანალიზების გაკეთების შემდეგ ისინი საავადმყოფოდან გაწერეს. მეთვალყურეობის ქვეშაა 20 წლის გოგონა, რომელიც მილანიდან ჩამოვიდა. მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა დაუდგინდა ე.წ. „ღორის გრიპი“ და ამიტომ შესაბამის მკურნალობას გადის.

ზალკალიანი: ყველაფერს ვაკეთებთ, რათა კორონავირუსმა საქართველოში არ შემოაღწიოს>>

ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით, COVID 2019-ით მატერიკულ ჩინეთში სულ აღირიცხა დაავადების 78 064 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 29 745 ათასი კაცი, გარდაიცვალა 2 715 ადამიანი. ჩინეთის ფარგლებს გარეთ, 33 ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვი 2459-მდე გაიზარდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი.

ფრთხილად, კორონავირუსი! საქართველოს საელჩო სამხრეთ კორეაში თანამემამულეებს აფრთხილებს

მათ შორის ირანში დაავადებულთა რიცხვმა 95-ს მიაღწია. აქედან 15 სასიკვდილო შედეგით დასრულდა.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

საქართველომ კორონავირუსის გამო ირანთან ავიამიმოსვლა შეაჩერა>>

ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.