Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ზალკალიანი: ყველაფერს ვაკეთებთ, რათა კორონავირუსმა საქართველოში არ შემოაღწიოს

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა ვირუსის საწინააღმდეგო ყველა პროცესში იყოს ჩართული, განაცხადა მინისტრმა.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება არ მოხდეს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან ჟენევაში, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ინფექცია ჩინეთში - Sputnik საქართველო
საქართველო კომპანიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჩინეთიდან სამუშაო ძალის შემოყვანისგან

მინისტრის სიტყვებით, ქართული მისია ჟენევის ჯანდაცვის ოფისთან აქტიურად მუშაობს, რათა საქართველო ვირუსის საწინააღმდეგო ყველა პროცესში იყოს ჩართული.

„მყისიერი ზომები იქნა მიღებული ჩინეთთან დაკავშირებით. ასევე ირანთან მიმართებაში არის ზომები მიღებული. ბუნებრივია, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ. ასევე იტალიაში ჩვენი საელჩო არის აქტიურ კომუნიკაციაში ხელისუფლების წარმომადგენლებთან. აქაც, ჟენევაშიც გვექნება საუბარი... მერწმუნეთ, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა იმ რესურსით, რაც ჩვენ გაგვაჩნია და ასევე, თუ საჭირო იქნება დამატებითი რესურსის მობილიზაცია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მოხდეს ამ უაღრესად მძიმე ვირუსის შეკავება", – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა კვირას 1769 ადამიანს მიაღწია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ დღე-ღამის განმავლობაში დაავადების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 367-ით გაიზარდა. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 28 ქვეყანაში დაფიქსირდა. ლეტალური შემთხვევების საერთო რიცხვმა 17-ს მიაღწია, ამასთან ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ით ექვსი ადამიანი დაიღუპა.

ნიღბიანი პირები სასწრაფო დახმარების მანქანასთან - Sputnik საქართველო
ფრთხილად, კორონავირუსი! საქართველოს საელჩო სამხრეთ კორეაში თანამემამულეებს აფრთხილებს

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, მატერიკულ ჩინეთში COVID-2019-ით ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობა 77 150 კაცს შეადგენს. აქედან ამ დროისათვის ავადაა 49 824 ადამიანი, მათ შორის, 9 915 კაცი მძიმე მდგომარეობაშია. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 24 734 პაციენტი, გარდაიცვალა 2592. გარდა ამისა, ექიმები აკვირდებიან 97 ათას ადამიანს, რომლებსაც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ.

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში დაუდგენელი ტიპის პნევმონიის აფეთქების შესახებ აცნობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საქმე აქვთ ახალ კორონავირუსთან. ჯანმომ აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად შეაფასა და მას ოფიციალური სახელწოდება მიენიჭა – COVID-2019.

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ინფექციურ საავადმყოფოში შაბათს მოთავსებულ ირანის ოთხ მოქალაქეს ახალი ტიპის კორონავირუსი არ დაუდასტურდა. რაც შეეხება საქართველოს 34 მოქალაქეს, რომლებიც ჩინეთიდან გასულ კვირაში ჩამოიყვანეს, ისინი საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში კარანტინში იმყოფებიან.

ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან დროებით შეაჩერა, ასევე ჩინეთიდან აიკრძალა ცხოველების შემოყვანა. სასაზღვრო პუნქტებზე ხდება მოგზაურების შემოწმება. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0