თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. „აბრეშუმის გზის თბილისის ფორუმში" 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმი დედაქალაქში 22 ოქტომბერს იხსნება.
ორდღიანი ფორუმის მუშაობაში დაახლოებით ორი ათასი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება ოფიციალურად ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეთრში გაიხსნება. გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.
ჩინეთიდან ევროპისკენ ბაქო–თბილისი–ყარსის მარშრუტით პირველი მატარებელი დაიძრა>>
ფორუმის სხვადასხვა ღონისძიება სასტუმროებში Biltmore და Radisson ჩატარდება.
„ჩვენ მზად ვართ, აბრეშუმის გზის ფორუმს მაღალ დონეზე ვუმასპინძლოთ. წლევანდელი ფორუმი რეკორდულია მონაწილეების რაოდენობის თვალსაზრისით - 2 ათასზე მეტ მონაწილეს ვმასპინძლობთ, რაც მართლაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნული კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ისტორიული აბრეშუმის გზის მნიშვნელობა და კონცეფცია კვლავაც ძალიან აქტუალურია მრავალი ქვეყნისთვის", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც გუშინ ფორუმის ჩატარების ადგილების მზადყოფნას გაეცნო.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აბრეშუმის გზის არეალში ყოველთვის მნიშვნელოვანი კარიბჭის როლს ასრულებდა ევროპასა და აზიას შორის.
„აღნიშნული ფუნქცია საქართველოსთვის დღესაც ძალიან აქტუალურია. სავაჭრო ურთიერთობები, სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირები, ენერგეტიკული დერეფნები - ჩვენ ფორუმზე ყველა ამ მნიშვნელოვანი მიმართულების შესახებ დისკუსიას გავმართავთ", - აღნიშნა თურნავამ.
„აბრეშუმის ფორუმი" თბილისში უკვე მესამედ ჩატარდება. ღონისძიება ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს.
არველაძე: ფორუმის მიზანი ევრაზიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებაა>>
ფორუმის მიზანია შეიქმნას და გამყარდეს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც „აბრეშუმის გზის" ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.