არველაძე: ფორუმის მიზანი ევრაზიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებაა

© photo: Genadi Arveladze / FBგენადი არველაძე
გენადი არველაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე საუბრობს.
არველაძე: ფორუმის მიზანი ევრაზიის ქვეყნებს შორის სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გამყარებაა
„ამ ფორუმზე ჩვენ განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის ვაჭრობასთან, სატრანსპორტო დერეფანთან, ენერგეტიკის სფეროსთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ ველოდებით 2000-მდე სტუმარს, რომლებსაც გავაცნობთ საინვესტიციო მიმართულებით იმ სექტორებში არსებულ შესაძლებლობებს, რომელსაც ქვეყანა სთავაზობს. ასევე აქცენტებს გავაკეთებთ სატრანსპორტო დერეფანზე, რათა საქართველომ ამ კუთხით გაზარდოს შესაძლებლობები“, – ამბობს გენადი არველაძე.

„აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო ფორუმი 22-23 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. ფორუმში 60-მდე ქვეყნის დაახლოებით 2000 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმის მთავარი მიზანი ევრაზიის ქვეყნებს შორის სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გამყარებაა.

ყველა ახალი ამბავი
0