სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ახალი უწყებები იქმნება

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობაში მასშტაბური ინვესტიციები განხორციელდა, ეს დარგი კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას.
Sputnik

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 2020 წლიდან ორი ახალი უწყება – მმართველობითი ერთეული და გადამხდელი სააგენტო გაჩნდება.

ორი ახალი სტრუქტურის შექმნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია“ ითვალისწინებს.

პირველი არხის ინფორმაციით, მმართველობითი ერთეულის მთავარი ფუნქცია იქნება სტრატეგიის შემუშავება, მისი განხორციელების კოორდინაცია, ასევე მონიტორინგისა და შეფასების ჩატარება.

საქართველომ სოფლის მეურნეობაში მიმართულებები განსაზღვრა

რაც შეეხება გადამხდელ სააგენტოს, ის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების უშუალო განხორციელებას.

დოკუმენტის თანახმად, ასევე განახლდება სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა და დებულება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიუხედავად სოფლის მეურნეობაში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციებისა, დარგი კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას.

საქართველომ აზიური ფაროსანა დაამარცხა>>

კერძოდ, შეინიშნება სტრუქტურული სისუსტეები, მეწარმეობისა და დამატებული ღირებულების შექმნის დაბალი დონე, შრომატევადი და დაბალპროდუქტიული სოფლის მეურნეობის სექტორი, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების დაბალი მაჩვენებელი, რეგიონული უთანასწორობის ზრდა, მოსახლეობაში სიღარიბეში ყოფნის მაღალი რისკები, გარემოს არასრულყოფილი დაცვა და სხვ.

რატომ ძვირდება ადგილობრივი პროდუქტი - სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტება

ამ გამოწვევებთან გამკლავება, მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა სოფლის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში შესაძლებელი იქნება 2017-2027 წლების სტრატეგიის მეშვეობით, აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

„სტრატეგია“ ერთობლივად შეიმუშავეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ევროპის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამეზობლო პროგრამამ, პროგრამის ЕС ENPARD და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების დახმარებით.

„სტრატეგიის“ ფარგლებში შემუშავდება აგრარული პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება ეკონომიკის ამ სექტორში კონკურენტუნარიანი წარმოების შექმნისა და ფინანსების მოზიდვაზე. ამავე დროს სტრატეგია მოიცავს სურსათისა და კვების პროდუქტების უსაფრთხოების საკითხებს, რაც მთავრობის მთავარი ვალდებულებაა.

მაღალმთიან სოფლებში მზის ელექტროსადგურები ამოქმედდება>>

სოფლის ტიპის ტერიტორიის განვითარება მნიშვნელოვანია ისეთი საკითხების გადასაწყვეტად, როგორიცაა სასურსათო უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ეკონომიკური განვითარება, სახელმწიფო უსაფრთხოება და ცხოვრების მაღალი დონის შექმნა.