ქართულმა ფილმმა „ევრიმაჟის" დაფინანსება მიიღო

სურათს ერთ-ერთი წარმატებული ქართული კინოსტუდია გადაიღებს.
Sputnik

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ქართულმა ფილმმა „ინგა", რომელიც მოგვითხრობს ქალებზე, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების პირებსა და ბავშვებზე ძალადობის შესახებ, ევროპული კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდ „ევრიმაჟის" (Eurimages) დაფინანსება მიიღო, ნათქვამია ორგანიზატორების ვებ-გვერდზე.

700 000 ევრო კინოზე: „ევრიმაჟი“ ქართულ კინემატოგრაფიას დაეხმარა

მხატვრული ფილმი სამი ქვეყნის – საქართველოს, ლიტვისა და ლუქსემბურგის კოპროდუქციაა. „ევრიმაჟმა" პროექტის დაფინანსებაზე 60 ათასი ევრო გამოყო.

ფილმის რეჟისორები არიან გიორგი გოგიჩაიშვილი და დავით აბრამიშვილი, პროდიუსერები – გეგა ხმალაძე და ლაგდა დათუაშვილი. ფილმში მთავარ როლებს შეასრულებენ მსახიობები ანი ბებია და ზურა გაბუნია. გადაღების დაწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და ლიტვის კინოცენტრის დახმარებით 2019 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

ფილმზე იმუშავებს სტუდია Sibler Film, რომელსაც ეკუთვნის საკმაოდ წარმატებული ქართული კინოპროექტი „რვა წუთი". ესაა პირველი ქართული ფილმი-აპოკალიფსი, რომელიც მრავალი საერთაშორისო ფესტივალის პრიზიორი გახდა.

ქართულმა ფილმმა „8 წუთი“ ვენესუელაში 10 ჯილდო მოიპოვა>>

ყველაზე მსხვილი თანხა ფონდიდან – 340 ათასი ევრო მიიღო ჩეხეთის, საფრანგეთისა და სლოვაკეთის კოპროდუქციამ ანიმაციური ფილმისთვის My Sunny Maad.

ქართულმა ფილმმა-აპოკალიფსმა "8 წუთი" ავსტრალიაში გაიმარჯვა

„ევრიმაჟის" სამუშაო სესია სამ თვეში ერთხელ ტარდება. შეხვედრაზე ორგანიზაციის საბჭოს წევრები განიხილავენ ევროპელი რეჟისორების ასობით კინოპროექტს, რის შემდეგაც ფონდი კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას, თუ რამდენ თანხას მიიღებს ესა თუ ის სურათი.

„ევრიმაჟმა" ამჯერად დააფინანსა 17 მხატვრული, ორი დოკუმენტური და ოთხი ანიმაციური ფილმი.

„ევრიმაჟი" (Eurimages) — კინემატოგრაფიული და აუდიოვიზუალური ნამუშევრების ერთობლივი კინოწარმოებისა და გაქირავების მხარდაჭერის ევროპული ფონდია, რომელიც ევროპის საბჭოსთან 1988 წელს შეიქმნა. „ევრიმაჟი" ახორციელებს მხარდაჭერას კოპროდუქციის შექმნაში, კინოთეატრალური ჩვენებების მოწყობაში, ფილმების ციფრულ ფორმატში გადაყვანაზე ხარჯების ნაწილობრივ კომპენსაციას და ფილმების დისტრიბუციას.

ვის ერგება „ოსკარი“: საქართველო კინოპრემიისთვის ფილმის შერჩევას შეუდგა>>

საქართველო „ევრიმაჟის" წევრი 2011 წელს გახდა.