ქართულმა ფილმმა-აპოკალიფსმა "8 წუთი" ავსტრალიაში გაიმარჯვა

© photo: 8 Minutes / FBკადრი ფილმიდან "8 წუთი"
კადრი ფილმიდან 8 წუთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ფილმი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ იქცევიან გმირები მას შემდეგ, რაც გაიგებენ, რომ მზეს მხოლოდ რვა წუთი დარჩა.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორების გიორგი გოგიჩაიშვილისა და დავით აბრამიშვილის ფილმი-აპოკალიფსი "8 წუთი" სიდნეის საერთაშორისო ინდი-კინოფესტივალზე საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმად აღიარეს. ფესტივალი ავსტრალიაში 18-28 სექტემბერს გაიმართა.

Sydney Indie Film Festival-ზე ქართული კინოსურათი შვიდ ნომინაციაში იყო წარდგენილი. დაჯილდოების ცერემონია სიდნეიში 29 სექტემბერს გაიმართა.

სიდნეის საერთაშორისო ინდი-კინოფესტივალზე, რომელშიც ყოველწლიურად დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტების ინდივიდუალური ნამუშევრების წარდგენა ხდება, ქართული კინო პირველად მონაწილეობდა.

ფილმ "8 წუთის" (კომპანია Sibler Films) ხანგრძლივობაა 12:40 წუთი და მოგვითხრობს გმირების საქციელზე მას შემდეგ, რაც ისინი შეიტყობენ, რომ მზის სინათლეს დრო მხოლოდ რვა წუთი დარჩა, შემდეგ კი სრული სიბნელე დაისადგურებს.

თბილისი პანიკაში ვარდება: ვიღაც სადღაც გარბის, ვიღაც თავს იკლავს, ვიღაც ისტერიკულად ყვირის. ხოლო სურათის მთავარ გმირს, რომლის როლსაც სლავა ნათენაძე ასრულებს, სრულებით განსხვავებულად, მშვიდად უჭირავს თავი. მისი ვაჟი ექსპედიციაშია და მასთან დაკავშირება შეუძლებელია. როგორ მოიქცევა ის ბოლო 8 წუთის განმავლობაში, ფილმის მთავარი საიდუმლოა.

ფილმში ასევე მონაწილეობენ ანი ბებია და გიორგი შარვაშიძე. სცენარი ეკუთვნით ზაზა კოშკაძესა და მარი ბექაურს.

ფილმმა "8 წუთი" უკვე აქტიურად დაიწყო თავისი საფესტივალო ისტორია. ის უკვე მრავალი კინოფესტივალის მონაწილეა. მათ შორისაა გერმანული "კოტბუსი", რუმინული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი; ფილმი ასევე მოხვდა Hastings Film Fringe (დიდი ბრიტანეთი), GoDebut European Film Festival (ლიტვა), Oaxaca FilmFest (მექსიკა), The 15th Asiana International Short Film Festival (კორეა) ფესტივალების ლონგლისტში.

ყველა ახალი ამბავი
0