რუსი ტურისტების შენარჩუნება - პრემიერმა ხელისუფლების გეგმები გაახმოვანა

საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურად ხვდება ბიზნესმენებს, რათა მათთან თანამშრომლობით რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირებით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის შემცირების საუკეთესო გზები მოიძებნოს
Sputnik

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დადო პირობა, რომ დაცული იქნება იმ მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესები, რომლებიც რუსეთიდან ტურისტების რაოდენობის მოსალოდნელი შემცირების გამო შეიძლება დაზარალდნენ.

პროტესტის ერთი კვირა თბილისში და დარტყმა ტურიზმზე - პოლიტოლოგების პროგნოზი >>

რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. ეს გადაწყვეტილება რუსეთის სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟის და შემდგომი საპროტესტო ტალღის საპასუხოდ არის მიღებული. იმის გათვალისწინებით, რომ ტურისტების რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები პირველ ადგილზე არიან, ზარალი საკმაოდ დიდი შეიძლება იყოს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი:შეუძლებელია ავუკრძალოთ ადამიანებს საქართველოში გამგზავრება

„როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, ჩვენ თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ ინტერესებს დავიცავთ. განსაკუთრებით ვსაუბრობთ იმ სექტორის შესახებ, რომელიც შეიძლება დაზარალდეს რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო. ჩვენი მიზანია - დავიცვათ თითოეული მოქალაქის ეკონომიკური ინტერესები და შემოსავალი“, - განაცხადა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტით გამოწვეულმა ზარალმა შესაძლოა 750 მილიონ დოლარს მიაღწიოს, ფიქრობს საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი. შესადარებლად, 2018 წელს უცხოური ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს წინა წლის მაჩვენებელს 18,4%-ით აღემატება.

რუსი ტურისტების შენარჩუნება - პრემიერმა ხელისუფლების გეგმები გაახმოვანა

ტურისტული სექტორის წარმომადგენლებმა - სასტუმროების, ტურისტული კომპანიების მეპატრონეებმა, გიდებმა - უკვე განგაში ატეხეს. აჭარაში, რომელიც, შეიძლება ითქვას, ტურიზმის ხარჯზე ცხოვრობს, გაიმართა აქციები, რომელთა მონაწილეებმა ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართეს.

აბაშიძე: ტურიზმი მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვალსაზრისითაც

„ჩვენ გვაქვს გეგმა. პირველ რიგში, ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომელიც გულისხმობს ამ პერიოდში შექმნილი პრობლემების გადაჭრას, და გრძელვადიანი გეგმა, რომელიც იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას გულისხმობს“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურად ატარებს შეხვედრებს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

„ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, მათ შორის იმაზეც, რომ რუსეთიდან ტურისტების ნაკადი არ შემცირდეს. ეს ერთი მიმართულებაა. მეორე მიმართულება - ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკასთან. და მთავარია, რომ ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მოდის კერძო სექტორისგან, და ჩვენ ყოველდღე ვხვდებით მათ, რათა შევამციროთ ნეგატიური ზეგავლენა (რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირება - რედ.)“, - განაცხადა ბახტაძემ.

„როსტურიზმის“ ცხელ ხაზზე საქართველოსთან დაკავშირებით ასობით ადამიანმა დარეკა >>

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის პირველ ხუთ თვეში უცხოელებმა საქართველო თითქმის 3 მილიონჯერ მოინახულეს, აქედან რუსეთის მოქალაქეებმა - 540 ათასჯერ, რაც გასული წლის იგივე პერიოდს თითქმის მესამედით აღემატება.