თქვენთან პაციენტია! ქართველი ექიმები წელიწადში 15 მილიონ ადამიანს იღებენ

ჯანდაცვის სფეროში ერთ მოქალაქეზე წელიწადში 120 დოლარია გამოყოფილი
Sputnik

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. ქართველი ექიმები წელიწადში დაახლოებით 15 მილიონ პაციენტს იღებენ, განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

მინისტრის გამოსვლა პარლამენტში ინტერპელაციის ახალი მეთოდით წარიმართა – როდესაც მთავრობის მეთაური, მინისტრი ან აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი ვალდებულია მივიდეს პარლამენტში და უპასუხოს დეპუტატების არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის კითხვებს.

საქართველოში ექიმების შეურაცხყოფა დასჯადი გახდება>>

სერგეენკოს განცხადებით, ერთ–ერთი საბაზო ინდიკატორი, რომელიც ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირებას ახასიათებს, პაციენტის ექიმისადმი მიმართვიანობაა. საქართველოში ამბულატორიის ერთი ექიმი ისევე, როგორც დასავლეთ ევროპაში, დღეში საშუალოდ 4,5 პაციენტს იღებს. ადრე ეს ციფრი 2,5 პაციენტი იყო, განმარტა მინისტრმა.

რა პრობლემებს აწყდებიან პაციენტები საქართველოში

ამჟამად ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფო ერთ ადამიანზე საშუალოდ 120 დოლარს ხარჯავს. სერგეენკოს განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპაში ეს ციფრი 2 ათასი დოლარია, დასავლეთ ევროპაში – 6–8 ათასი, სკანდინავიაში – 10 ათასი, აშშ–ში – 18 ათასი.

სერგეენკოს განცხადებით, ხარჯი ერთ ადამიანზე საქართველოში, მთელი ეს კოლოსალური და უზარმაზარი თანხები, რეალურად ყველაზე დაბალია იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც რაიმე პრეტენზია გააჩნიათ ჯანდაცვის სისტემაზე.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემას ყოველ წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები აფასებენ, აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონი ადამიანია.

ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოქმედებს. 2017 წლის 1 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები იღებენ სახელმწიფო დაზღვევას ამა თუ იმ ჯგუფის კუთვნილებიდან, ასევე, შემოსავლების დონიდან გამომდინარე.

„შეღავათიანი მედიკამენტების“ პროგრამა კიდევ უფრო ფართოვდება>>

საქართველოში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ექვს ჯგუფს მოიცავს: მიზნობრივი ჯგუფები (5 წლამდე ბავშვები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და სოციალურად დაუცველი პირები), მაღალი შემოსავლების მქონე მოქალაქეები, საშუალო შემოსავლის მქონე პირები, 70000-დან 100000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები, მოზარდები (6-დან 18 წლამდე) და დაბალი, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები.