19:11 19 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2395
  • 100 RUB4.4227
  • USD2.9232
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას - კეთილი აფთიაქარი

„შეღავათიანი მედიკამენტების“ პროგრამა კიდევ უფრო ფართოვდება

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (56)
245 0 0

საქართველოში ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ 35 დასახელების მედიკამენტის შეძენა შეღავათიან ფასად არის შესაძლებელი

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მონაწილეები ამიერიდან მედიკამენტების შეძენას შეღავათიან ფასად ხუთ სააფთიაქო ქსელში შეძლებენ, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სერგეენკომ ჯანდაცვის სისტემის ძირითადი გამოწვევები დაასახელა >>

პროგრამაში ჩართულია სააფთიაქო ქსელები - PSP, „ავერსი“, GPC, „ფარმადეპო“ და „სახალხო აფთიაქი“. ადრე ამ პროგრამით სარგებლობა მხოლოდ PSP-ში იყო შესაძლებელი.

ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამა 2017 წლის 1 ივლისს აამოქმედა. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შემდეგი ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლისა, შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპი, ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება.

სულ საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ქულას, ასევე პენსიონერებს, შშმ პირებს, შშმ ბავშვებს, პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებულ პირებს.

სოციალურად დაუცველი პირებს მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, დანარჩენები 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

პროგრამით სარგებლობისთვის თავდაპირველად პაციენტი მიმართავს ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს, რომელიც გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს (ფორმა N3), სადაც მითითებულია მისთვის საჭირო მედიკამენტების გენერიული დასახელება. ამის შემდეგ, მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს რეგისტრაციისთვის და წარადგენს ექიმის მიერ გადაცემულ ფორმა N100 -ს. მედიკამენტის მისაღებად კი პაციენტი მიმართავს პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ აფთიაქს.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (56)

მთავარი თემები