საქართველოს მღვიმეებსა და კანიონებში შესვლა გაძვირდა

ამიერიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესვლის მინიმალური საფასური 8 ლარიდან იწყება
Sputnik

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს მღვიმეებსა და კანიონებში შესვლის ღირებულება 10-15%-ით გაიზარდა, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მთიანი აჭარა რეკორდებს ამყარებს – რეგიონით სულ უფრო მეტი ტურისტია დაინტერესებული >>

გაძვირებულია ბილეთები ოკაცეს კანიონში და ოკაცეს ჩანჩქერზე (სოფელ კინჩხი), მარტვილის კანიონში, სათაფლიას აღკვეთილში, სადაც სათაფლიას მღვიმე მდებარეობს, ასევე პრომეთეს და ნავენახევის მღვიმეებში.

ამიერიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესვლის საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის 8-11,5 ლარს შეადგენს, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბილეთის ფასი 11,5 ლარიდან 23 ლარამდე მერყეობს.

სასტუმროებს საქართველოში შესაბამის ვარსკვლავებს მიანიჭებენ

დაცული ტერიტორიების სააგენტო გაძვირების მიზეზად ელექტრონული ბილეთების სისტემის დანერგვას ასახელებს. ახალი პროგრამა სატესტო რეჟიმში 3 მაისს ამოქმედდა. სააგენტო ვარაუდობს, რომ აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ვიზიტორთა მომსახურების ხარისხს.

ამ დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. დამონტაჟდა გამშვები ტურნიკეტები, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა, ბილეთის საბეჭდი აპარატები, ასევე სალაროსთან ლოდინის რეჟიმის განტვირთვის მიზნით, ბილეთის ყიდვის სწრაფი აპარატები.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში უცხოელებმა საქართველოში 2,2 მილიონზე მეტი ვიზიტი განახორციელეს, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2,9%-ით მეტია.

კუს ტბა და მთაწმინდა ერთმანეთს საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება >>

იანვარ-აპრილში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,2 მილიონს გადააჭარბა (+4,8%).

ვიზიტების განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა უზბეკეთიდან (+125,7%), ტაილანდიდან (+97,5%), ყაზახეთიდან (+89,1%), თურქმენეთიდან (+52,1%), ჩინეთიდან (+30,6%), არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან (+26,3%).

საქართველოს მღვიმეებსა და კანიონებში შესვლა გაძვირდა