მთიანი აჭარა რეკორდებს ამყარებს – რეგიონით სულ უფრო მეტი ტურისტია დაინტერესებული

© Sputnik / Alexander Imedashviliმაღალმთიანი აჭარა
მაღალმთიანი აჭარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარა ტურისტებისთვის ასოცირდება არა მხოლოდ ზღვასთან, არამედ მთის ღირსშესანიშნაობებთანაც.

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. მოგზაურთა რიცხვი მთიან აჭარაში იზრდება, გასულ წელს ეკოლოგიურ და სოფლის ტურისტულ მარშრუტებზე 244,4 ათასი ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით 124%-ით მეტია, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

აჭარა მსოფლიოს საგამოფენო რუკაზე – 2018 წლის შედეგები და მომავლის გეგმები>>

ტურისტები 2018 წელს ყველაზე ხშირად სტუმრობდნენ ქობულეთის რაიონს – 104,7 ათასზე მეტი ვიზიტორი (ზრდა +38%). ვიზიტორების უმეტესობა ეწვია ეროვნულ პარკებს, დაათვალიერეს ტურისტული ღირსშესანიშნაობები. მოგზაურების ზრდით გამოირჩევა ხელვაჩაურის რაიონიც. გასულ წელს მაჭახელასა და მერეთში იმყოფებოდა 112%-ით მეტი ვიზიტორი (27,1 ათასზე მეტი), ვიდრე 2017 წელს.

ვიზიტორების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა ქედას (+12%), ხულოს (+31), შუახევის (+26%) ტურისტულ მარშრუტებზეც.

ბათუმი - Sputnik საქართველო
აჭარას 2018 წელს უცხოელთა რეკორდული რაოდენობა ეწვია

მთლიანობაში 2018 წელს საოჯახო ტიპის სასტუმროების სერვისით მთიან აჭარაში ისარგებლა 139%-ით მეტმა მოგზაურმა, ვიდრე 2017 წელს. ტურისტული სერვისები ითვალისწინებს ღამის გასათევს, კვებასა და მასტერ–კლასებს.

„მთიან აჭარაში მოგზაურთა რაოდენობა ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება, რაც ნიშნავს, რომ რეგიონში მყოფი ტურისტებისთვის აჭარა მხოლოდ ზღვასთან აღარ ასოცირდება. ისინი აქტიურად სტუმრობენ ყველა იმ ტურისტულ მარშრუტსა თუ ადგილს, რომლის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე ბოლო წლებია ვმუშაობთ“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

აჭარა Euronews-ის ობიექტივში: „თავგადასავალს ბათუმში“ 195 ქვეყანაში ნახავენ>>

აჭარაში ტურისტებს შეუძლიათ არა მხოლოდ ულამაზესი პეიზაჟებით ტკბობა, არამედ ასევე სხვადასხვა ქართული კერძის მომზადების სწავლა ოჯახური ტიპის სასტუმროების დიასახლისებისგან, ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციების შესახებ ინფორმაციის მიღება და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0