გენერლის მკვლელობა - ყოფილ პროკურორს პასპორტი ჩამოართვეს და ღამით სეირნობა აუკრძალეს

კახეთის რეგიონის ყოფილ პროკურორს, გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის ცხრათვიანი, ანუ მაქსიმალური ვადა ამოეწურა
Sputnik

თბილისი, 4 მაისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გენერალ სამსონ (სოსო) ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულ კახეთის რეგიონის ყოფილ პროკურორს, გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა გაუუქმა, ასე რომ განაჩენს ის ციხის გარეთ დაელოდება, იუწყება პირველი არხი.

მკვლელობის გაცოცხლება: ქართველმა მხატვარმა ჭავჭავაძის გარდაცვალებაზე ანიმაცია შექმნა >>

რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე 2018 წლის 15 იანვარს საკუთარ კაბინეტში იპოვეს მოკლული. ქუთათელაძე ამ ბაზრობის თანამფლობელი იყო. გენერლის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში ყოფილი პროკურორი გიორგი ჭანტურია 17 იანვარს დააკავეს. მის მიმართ საქმე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. თუმცა, 18 იანვარს, დაკავებიდან 40 საათში ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

იზრდება თუ არა დანაშაული საქართველოში - პრემიერის სიტყვა პარლამენტში

ჭანტურია მეორედ 8 აგვისტოს დააკავეს და ამჯერად მას ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობაში და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15 წლამდე ვადით გულისხმობს.

გამოძიების მტკიცებით, ჭანტურიამ მკვლელობა ჩაიდინა შურისძიების ნიადაგზე, ქუთათელაძესთან ფინანსური უთანხმოების გამო.

პირველი არხის მონაცემებით, ყოფილი პროკურორისთვის აღკვეთის ზომის შეცვლის მიზეზი კანონმდებლობით გათვალისწინებული წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადის ამოწურვა გახდა.

ჭანტურია მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მან პასპორტი და პირადობის მოწმობა ჩააბარა. მას დაევალა დანიშნულ დროს ან გამოძახებისთანავე სასამართლოში გამოცხადება, ამასთან აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება 22:00 საათიდან 07:00 საათამდე.

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა >>

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო სხდომები 2018 წლის 10 ოქტომბერს დაიწყო. სულ 60 სხდომა ჩატარდა.

ოთხი მოკლული და სამი დაობლებული ბავშვი - კახეთში მომხდარი საზარელი დანაშაულის დეტალები

გენერალი ქუთათელაძე მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის სარდალი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი იყო.

ქუთათელაძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე იყო. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. შტატ ჯორჯიასა და აშშ-ის არმიაში განსაკუთრებული სამხედრო დამსახურებისთვის დაჯილდოებულია მედლებით. იყო აშშ-ის საპატიო გენერალ-მაიორი და საჩხერის საპატიო მოქალაქე.