„უზარმაზარი ქაოსი და უკონტროლობა": რა ამუხრუჭებს მშენებლობას საქართველოში

მშენებლობაზე გაცემული ნებართვების ნახევარი თბილისზე მოდის.
Sputnik

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოში 2019 წლის პირველ კვარტალში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა სულ 624,4 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის 619 ობიექტი, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

2018 წლის იანვარ-მარტთან შედარებით, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა 14,2%-ით გაიზარდა, ფართობი კი – 59,9%-ით.

ათობით დაღუპული მუშა: მშენებარე ობიექტებს რეიდების ტალღა გადაუვლის >>

ექსპლუატაციაში შესული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის სამ რეგიონზე – თბილისზე, კახეთზე და ქვემო ქართლზე.

რეგიონების ხუთეული ექსპლუატაციაში შესული ობიექტების მიხედვით (2019 წლის პირველ კვარტალში)

რეგიონიობიექტების რაოდენობაწილი ობიექტების საერთო რაოდენობაში, %
თბილისი25140,5
კახეთი7812,6
ქვემო ქართლი497,9
მცხეთა-მთიანეთი467,4
შიდა ქართლი457,3

საქართველოში 2019 წლის იანვარ-მარტში მუნიციპალური ორგანოების მიერ გაცემულია 2100 ნებართვა 1,4 მილიონი კვადრატული მეტრი საერთო ფართობის ობიექტების მშენებლობაზე.

2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 0,2%-ით შემცირდა, ხოლო ფართობი 7,8%-ით გაიზარდა.

ცოცხლად დამარხეს – დაკავებულია სამშენებლო კომპანიის დირექტორი >>

გაცემული ნებართვების 71,6% სამ რეგიონზე მოდის – თბილისზე, აჭარაზე და ქვემო ქართლზე.

რეგიონების ხუთეული გაცემული ნებართვების მიხედვით 2018 წელს

რეგიონინებართვების რიცხვიწილი ნებართვების საერტო რიცხვში, %
თბილისი1 02650,0
აჭარა22811,1
ქვემო ქართლი21510,5
იმერეთი127 6,2
კახეთი1155,6

 

კომპეტენტური ორგანოები წლის დასაწყისიდან გასცემდნენ ნებართვებს სხვადასხვა ტიპის შენობების აშენებაზე – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, ქარხნების, სასოფლო-სამეურნეო ობიექტების და სხვ. მაგრამ ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.

რა პრობლემებია სამშენებლო სფეროში

შენობების ექსპლუატაციაში ჩაბარების წესების გამკაცრებამ მშენებლობის შემცირება გამოიწვია, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მშენებელთა ლიგის“ თავმჯდომარემ ანზორ საკანდელიძემ.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის მარტში, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიხედვით, მშენებლობის სფერო ერთადერთია, რომელშიც ვარდნა დაფიქსირდა.

სასტუმრო Autograph Collection-დან სამი მუშა გადმოვარდა: განახლდება თუ არა მშენებლობა

როგორც საკანდელიძემ განაცხადა, თბილისში ადამიანები ცხოვრობენ ბინებში, რომელიც ექსპლუატაციაში ჩაბარებული არ არის.

„თავად თბილისის მერმა აღიარა, რომ ახლა ქალაქში ადამიანები ცხოვრობენ ისეთ შენობებში, რომლებზეც არ არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, ობიექტები ფაქტობრივად დაუსრულებელია“, – განაცხადა ექსპერტმა.

საკანდელიძის თქმით, პრობლემები სამშენებლო სფეროში 2004 წელს მშენებლობის სამინისტროს გაუქმების შემდეგ დაიწყო. შედეგად ქვეყანაში აღარ მოქმედებს სამშენებლო რეგულაციები, რაც სამშენებლო ნორმებსა და წესებს ზედმიწევნით აკონტროლებდა.

თბილისი, შესაძლოა, სამშენებლო მტვრისგან გაიწმინდოს >>

„საქართველოში აღარავინ დარჩა, ვინც სამშენებლო პოლიტიკას გაატარებდა, და საკითხი მერიებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებს გადაეცათ, რამაც აღნიშნულ სექტორში უზარმაზარი ქაოსი და უკონტროლობა გამოიწვია“, – განაცხადა საკანდელიძემ.

მისი თქმით, 2014 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება იმის შესახებ, რომ სანამ სამშენებლო კანონმდებლობაში არ იქნება საკმარისი ნორმატიული აქტი და სამშენებლო ნორმა, ქვეყანაში საბჭოთა დროის კანონმდებლობით იხელმძღვანელებენ.

„ჩვენ ვართ მიბმული რუსულ სამშენებლო კანონმდებლობაზე, სანამ არ შევქმნით ადგილობრივ ნორმატიულ აქტებს. ჩვენ ვითხოვდით ამ კანონმდებლობის ამოქმედებას. ახლა ეს ყველაფერი თანდათან შესაბამისობაში მოდის“, – განაცხადა საკანდელიძემ.

დაკრედიტების ახალი წესები, როგორც მშენებლობის მუხრუჭი

საკანდელიძემ აღნიშნა, რომ მშენებლობის ტემპების შენელების სხვა მიზეზს იპოთეკური კრედიტების გაცემის წესების გამკაცრება წარმოადგენს.

იპოთეკა ახლად დაქორწინებულებისთვის: ეროვნული ბანკის განმარტება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან საკრედიტო პოლიტიკა გაამკაცრა. კერძოდ, ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს სესხების გაცემა შეუძლიათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დეტალურად გააანალიზებენ კრედიტის აღების მსურველის ფინანსურ მდგომარეობას. მათ უნდა იხელმძღვანელონ პირის რეალური შემოსავლით. გარდა ამისა, დაწესებულია სესხის დაფარვის ყოველთვიური ლიმიტი, დაკრედიტების ვადები, და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის დოლარებში გაცემა.

„ბანკებს ჰქონდათ დიდი უფლებამოსილება, განსაკუთრებით იპოთეკური კრედიტების გაცემის საკითხში, ამან ქართველი ხალხის მასობრივი გაღარიბება გამოიწვია. თავდაპირველად ხელისუფლებას იპოთეკის პროცენტზე შეზღუდვები უნდა დაეწესებინა. ასევე მოგების მარჟაზე, რომელიც ჩვენ მშენებლებს ჰქონდათ. ასეთი რამ მსოფლიოში არსად არის. თუ მთელ მსოფლიოში მშენებლობის მოგება შეადგენს 15-20%-ს და ეს მიიჩნევა კარგ მოგებად, ჩვენთან მოგება არის 100, 200, 300% და მეტიც“, – აღნიშნა საკანდელიძემ.

სესხის გაცემის ახალი წესების თანახმად, სხვა სიახლეებთან ერთად დადგენილია დაკრედიტების მაქსიმალური ვადები. იპოთეკური სესხი გაიცემა არაუმეტეს 15 წლის ვადით, ქონებით გამყარებული სამომხმარებლო სესხი – არაუმეტეს 10 წლის ვადით, ავტოკრედიტი – მაქსიმალური 6 წლის ვადით, სხვა სახის კრედიტები – მაქსიმალური 4 წლის ვადით.

ეროვნული ბანკი: დაკრედიტებაზე შეზღუდვების დაწესებამ ქვეყნის ეკონომიკა გადაარჩინა >>

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აღნიშნავს, ფიზიკური პირების დაკრედიტებისას პასუხისმგებლიანი მიდგომების დანერგვის პირველი შედეგი იპოთეკური სესხების პროცენტის შემცირება გახდა.