შევცოტავდით – გამოქვეყნდა საქართველოს დემოგრაფიული სტატისტიკა

საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი თბილისში ცხოვრობს.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობა, 2019 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 0,2%-ით შემცირდა 2018 წლის 1 იანვრის მონაცემებთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

უწყების მონაცემებით, მოსახლეობის შემცირება გამოწვეულია უარყოფითი მიგრაციული სალდოთი მოსახლეობის დადებითი ბუნებრივი მატების ფონზე.

საქართველოში შობადობა 4%-ით შემცირდა>>

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში იმიგრირებული იყო 88,2 ათასი ადამიანი, ქვეყნიდან კი წავიდა 98,9 ათასზე მეტი. მიგრაციული სალდო აღმოჩნდა უარყოფითი და შეადგინა დაახლოებით 10,7 ათასი. ამასთან, ემიგრანტების რიცხვი გაიზარდა 15,8%-ით, ხოლო იმიგრანტების რაოდენობა – 5,9%-ით.

მიგრაცია საქართველოში 2018 წელს

მოქალაქეობაიმიგრანტებიემიგრანტები

სულ

მათ შორის

88 15298 935
საქართველო47 88376 367
რუსეთი10 3236 350
თურქეთი3 9342 768
ირანი3 798385
აზერბაიჯანი3 7611 948

ქვეყნიდან წასულების საერთო რიცხვიდან შრომისუნარიან ასაკში (15-დან 64 წლამდე) ემიგრირებულია 86,6%, ხოლო შემოსულების საერთო რიცხვიდან – იმიგრირებულია 84,5%.

უვიზო რეჟიმი და დემოგრაფია - საქართველოდან მიგრაციის საფრთხეები>>

ამასთან, „საქსტატის" მონაცემებით, მოსახლეობის ბუნებრივი მატება 2018 წელს იყო დაახლოებით 4,6 ათასი ადამიანი. გასულ წელს დაიბადა 51,1 ათასი ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა 46,5 ათასზე მეტი ადამიანი.

სად ცხოვრობს მოსახლეობა საქართველოში

„საქსტატის" თანახმად, მოსახლეობის მესამედზე მეტი თბილისში ცხოვრობს – დაახლოებით 1,2 მილიონი მოქალაქე.

რაც შეეხება რეგიონებს, მოსახლეობის ყველაზე მეტი რაოდენობაა იმერეთში (497,4 ათასი), ქვემო ქართლში (433,2 ათასი) და აჭარაში (349 ათასი).

ვიქნებით თუ არა ხვალ?!

სოფლად მცხოვრებია 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი, რაც მთელი მოსახლეობის 41,3%-ს შეადგენს.

მოსახლეობის ასაკი და სქესი

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 64,9%-ს შეადგენს 15-დან 65 წლამდე ადამიანები, 65 წელს ზევით – 14,8%-ს. ქვეყნის მოსახლეობის საშუალო ასაკია 37 წელი.

რაც შეეხება სქესს, საქართველოში უფრო მეტი ქალი ცხოვრობს, ვიდრე მამაკაცი. 1 იანვრის მონაცემებით, 1,7 მილიონ მამაკაცზე მოდის 1,9 მილიონზე მეტი ქალი, რაც ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე მოდის 92,7 მამაკაცი.