თსუ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების სიაში მოხვდა

გასულ წელთან შედარებით თსუ-მ მაჩვენებლები 413 პოზიციით გაიუმჯობესა
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ) მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ 784 უნივერსიტეტს შორის 350-ე ადგილი დაიკავა, Round University Ranking (RUR) მონაცემების თანახმად.

70 წლის სტუდენტი, რომელიც თსუ-ში გიდის პროფესიას ეუფლება >>

2017 წელთან შედარებით უნივერსიტეტმა დიდი ნახტომი გააკეთა - მაშინ თსუ 763-ე ადგილს იკავებდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის უძველესი უმაღლესი სასწავლებელია. ის 1918 წლის 26 იანვარს დააარსეს, ხოლო 1989 წლიდან ის პირველი რექტორის, ივანე ჯავახიშვილის სახელს ატარებს.

ცნობილია ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები

რეიტინგი RUR, რომელიც საერთაშორისო კომპანია Clarivate Analytics-თან ერთად РИА Новости-ს მხარდაჭერით გამოქვეყნდა, სულ ორ მაჩვენებელს ითვალისწინებს: უნივერსიტეტის რეპუტაცია სწავლების კუთხით და კვლევების სფეროში. ამ დროს RUR-ის საერთო რეიტინგი ერთბაშად 20 ცალკეულ ინდიკატორს ეყრდნობა.

784 უნივერსიტეტიდან რეიტინგის თითოეული მონაწილე (საიდანაც 70 - რუსეთის უმაღლესი სასწავლებელია) პროფესიული აკადემიური საზოგადოების მიერ არის შეფასებული. ესენი არიან მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და ლექტორები, რომლებიც წამყვანი პერიოდული გამოცემის - Web of Science Cote Collection-ის ბაზაში შეირჩა.

თითოეულმა რესპონდენტმა სწავლების დონით 15-მდე უნივერსიტეტი და კვლევის ხარისხის მიხედვით 15 უნივერსიტეტი შეარჩია.

ქართველმა მოსწავლემ სასწავლებლად მილიონი დოლარის გრანტი მიიღო >>

წამყვანი უმაღლესების ტოპ-ათეულში შევიდა ჰარვარდის უნივერსიტეტი, ტექნოლოგიების მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი და სხვა ცნობილი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები.

აქცია-პერფორმანსი : შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები ავტორიზაციის აღდგენა ითხოვენ

აზიის საუკეთესო უნივერსიტეტად აღიარეს ტოკიოს უნივერსიტეტი, რომელმაც მსოფლიოში მე-15 ადგილი დაიკავა. სინგაპურის ეროვნულმა უნივერსიტეტმა მე-20 პოზიცია დაიკავა. აზიის ლიდერთა სამეულში მესამე ადგილზეა სეულის ეროვნული უნივერსიტეტი - მსოფლიოში 28-ე ადგილი.

რუსეთის უმაღლესებს შორის რეიტინგის ლიდერი გახდა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელმაც მსოფლიოში 50-თე ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზეა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელმაც მსოფლიო რეიტინგის მიხედვით 105-ე ადგილი დაიკავა. მესამე პოზიციაზეა მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 109-ე სტრიქონს იკავებს.