აქცია-პერფორმანსი : შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები ავტორიზაციის აღდგენა ითხოვენ

© photo: Sputnik / Stringerსტუდენტები თბილისის ცენტრში
სტუდენტები თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული აქცია-პერფორმანსით სტუდენტებმა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვით, უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება შეუჩერდა.

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. დღეს  შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

სტუდენტებმა შენობასთან „ადმინისტრაციული კოდექსიდან" ამონარიდები წაიკითხეს.  აღნიშნული აქცია-პერფორმანსით სტუდენტებმა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვით, უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება შეუჩერდა.

„კანონის ძალით შეუძლიათ გააუქმონ ეს დებულება. ჩვენ ხმამაღლა ვკითხულობთ ადმინისტრაციული კოდექსის იმ მუხლებს, რომლითაც ეს არის შესაძლებელი. ჩვენ არ გვინდა საზოგადოება შეიყვანონ სიცრუეში  და თქვან, რომ მათ არ აქვთ უფლება, თავიანთი აქტი ცნონ ბათილად“, განაცხადა შავი ზღვის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა სალომე სუხიშვილმა.

მშვიდობის ხიდი - Sputnik საქართველო
შავი ზღვის უნივერსიტეტმა ჯარიმა გადაიხადა – სტუდენტების ბედი კვლავ უცნობია

შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება შეუსრულებელი ფინანსური დავალიანებებისა და დაყადაღებული უძრავი და მოძრავი ქონების გამო შეეზღუდა. ჯარიმა  უნივერსიტეტს ჯერ კიდევ 2013 წელს დაეკისრა.

აღნიშნული დავალიანების გადაუხდელობის გამო საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის საბჭომ 2018 წლის აგვისტოს თვეში შავი ზღვის უნივერსიტეტს მიმდინარე სასწავლო წელს სტუდენტების მიღება აუკრძალა. აღნიშნული ჯარიმა, რომელიც 712 ათას ლარზე მეტს შეადგენდა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ 26 აგვისტოს გადაიხადა. ამიტომ აქციაზე სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს წევრებს ხმამაღლა „ადმინისტრაციული კოდექსის" სწორედ იმ მუხლებს უკითხავდნენ, რომლითაც მათ გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლიათ.

ყველა ახალი ამბავი
0