თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ქობულეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს და ფული მოიპარეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
შემთხვევა თავისუფლების ქუჩაზე მოხდა. სწრაფი ჩარიცხვის აპარატი სავაჭრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე იდგა, თუმცა მოვაჭრეების თქმით, ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს.
ადგილობრივების ცნობით, მომხდარის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, როცა ადგილზე პოლიცია მივიდა.
ტელეკომპანიისთვის უცნობია, რა ოდენობის თანხაა წაღებული.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.