ავტობუსის ავარია რუსეთში: საქართველოს საგარეო უწყება ინფორმაციას აზუსტებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოში საქართველოს სამი მოქალაქე რჩება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
Sputnik

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მზად არის დაეხმაროს მოქალაქეებს, რომლებიც სტავროპოლის მხარეში ავარიისას დაშავდნენ, იუწყება პირველი არხი.

სარეისო ავტობუსი „თბილისი-კრასნოდარი“ სტავროპოლის მხარეში ანდროპოვსკის რაიონში „კამაზის“ ტიპის სატვირთოს შეეჯახა. რუსეთის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სახელმწიფო ინსპექციის ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა, 17 ადამიანი დაშავდა.

ავტობუსი თბილისი-კრასნოდარი ავარიაში მოყვა: ორი ადამიანი დაიღუპა >>

„ორი გარდაცვლილიდან ერთი იყო საქართველოს, ხოლო მეორე რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი. დაშავებულები ორ საავადმყოფოში არიან გადანაწილებული. ერთ-ერთ საავადმყოფოში ოთხი დაშავებულია გადაყვანილი და მათგან სამი საქართველოს მოქალაქეა. სამივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკონსულო ცდილობს სამივესთან კონტაქტზე გასვლას“, — აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქართველოს მოქალაქე რუსეთში ავარიის შედეგად დაიღუპა

უწყების მონაცემებით, მეორე კლინიკაში, პიატიგორსკის საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დახმარების საჭიროების შემთხვევაში რუსულ მხარესთან მუდმივ კავშირზეა.

წინასწარი მონაცემებით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და იგივე მიმართულებით მოძრავ სატვირთოსთან შეჯახება დაუშვა.