ავარია კასპში: ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა

დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ
Sputnik

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერმასთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სამგზავრო ავტობუსი თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.

ავარია კასპში: სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა

ადგილზე იმყოფება კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს დაშავებულები მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთა შორის 2 მცირეწლოვანია, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ავარიის მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.

უბედური შემთხვევის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.