საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იაპონიასთან ტესტ-მატჩში დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის იაპონიასთან ეს დამარცხება ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები გასვლაზე სეზონის დასკვნით ტესტ-მატჩში იაპონიის ნაკრებთან ანგარიშით 0:28 დამარცხდა.

პირველი წაგება წელიწადში — ბორჯღალოსნები ფიჯისთან დამარცხდნენ >>

მთელი მატჩის დროს მასპინძელი ფლობდა სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას, ამან გამოიწვია ოთხი წარმატებული გარდასახვა — ერთი შეხვედრის პირველ ნახევარში და სამი მეორეში.

მილტონ ჰეიგის შეგირდებს თამაშის თითქმის არცერთი კომპონენტი არ გამოუვიდათ. თანაც ქართველმა მორაგბეებმა საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვეს, რითაც იაპონელებმა ისარგებლეს.

მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები ქართველ ქომაგებს ისევ აკვირვებს

აღსანიშნავია, რომ ეს ზედიზედ მეორე თამაშია, რა დროსაც საქართველოს ნაკრებს მატჩის მეორე ნახევარში ქულების დაგროვებას ვერ ახერხებს. ერთი კვირის წინ ქართველებმა ფიჯის ტესტ-მატჩში ანგარიშით 15:37 დაუთმეს, თანაც შესვენების შემდეგ 0:27 წააგეს.

საქართველოს ბორჯღალოსნებისთვის იაპონიასთან წაგება პირადი დაპირისპირების ისტორიაში მეხუთე და ყველაზე მასშტაბური გახდა. დღემდე იაპონელთა  ყველაზე დიდი გამარჯვება 2006 წელს დაფიქსირდა, როდესაც ოსაკაში მასპინძელმა 32:7 მოიგო.