რამდენად ჩაანაცვლებს Anaklia Echowaves-ი GEM Fest-ს

ფესტივალის ფარგლებში იგეგმება ნარკოტიკებისა და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ მიმართული სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს შავიზღვისპირეთი ახალ მუსიკალურ ფესტივალს Anaklia Echowaves–ს უმასპინძლებს, რომლის ჩასატარებლად  სახელმწიფომ 4,16 მილიონი ლარი გამოყო, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.

მომავალი ფესტივალის ბიუჯეტი 6,2 მილიონი ლარია. აქედან 2 მილიონი ლარი Anaklia Echowaves-ის ორგანიზატორებმა უნდა ჩადონ.

ანაკლიასა და ურეკში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა შენდება>>>

ოთხდღიანი ფესტივალის მთავარი მიზანი, რომელიც 23–26 აგვისტოს პერიოდში გაიმართება, ანაკლიის კულტურული განვითარება და რეგიონში ტურისტების მოზიდვაა. გარდა მუსიკალური ნაწილისა, ფესტივალი საკუთარ თავში ასევე მოიცავს სპორტულ ღონისძიებებს, სოციალურ და საგანმანათლებლო პროგრამებს.

ფესტივალის ფარგლებში ხუთი სცენა იქნება მოწყობილი, რომელზეც 80–მდე შემსრულებელი გამოვა. Anaklia Echowaves-ს ესტუმრებიან პოპულარული არტისტები – Solomun, Juan Atkins, Dzijan Emin &, GPO, Francesco Tristano &, Guti live.  

ქართული დიასპორის წარმომადგენელი მოზარდები დასვენებას ანაკლიაში შეძლებენ

ანაკლიაში ფესტივალი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო და პოპულარული ფესტივალის EXIT-ის ეგიდით ჩატარდება, რომელიც იმართება სერბეთში,  მონტენეგროში, ხორვატიაში, ბოსნიასა და რუმინეთში.

Anaklia Echowaves-ი სამთავრობო პროექტ Check in Georgia 2018-ის ფარგლებში ტარდება.

ორგანიზატორების განცხადებით, ამ დრომდე გრძელდება სხვა ცნობილ შემსრულებლებთან და DJ-თან მოლაპარაკებები, რომლებიც ფესტივალს მიმზიდველობას და სოლიდურობას შემატებენ.

წელს პირველად ფესტივალში ჩაერთვება საერთაშორისო არასამთავრებო ორგანიცაზია „დროგარტი", რომელიც 1999 წლიდან მუშაობს ალკოჰოლიზმის და ნარკოდამოკიდებულების აღმოფხვრის საკითხებზე. ფესტივალის ფარგლებში ორგანიზაცია პრევენციის მიზნით ახალგაზრდებისთვის ლექციებსა და შეხვედრებს გამართავს, რა დროსაც ახალგაზრდები ნარკოტიკების მოხმარების შესაძლო შედეგების შესახებ რეალურ ინფორმაციას მიიღებენ.

ანაკლია GEM Fest-ის გარეშე: კონცერტების ჩატარებას Black Sea Arena-ს გუნდი ითავებს>>>

პროექტ Anaklia Echowaves-ს ახორციელებს შპს Anaklia Entertainment Group-ი, რომლის ხელმძღვანელია EEMM Dooel-ის დამფუძნებელი ბრაიან კონსტანტინოვი. 

ანაკლიაში გასულ წლებში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest ტარდებოდა, რომელსაც წელს სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიის იჯარით აღებაზე უარი უთხრეს. ამასთან დაკავშირებით GEM Fest-ის ორგანიზატორებმა კერძო ტერიტორიის დაქირავება და ფესტივალის 9–12 აგვისტოს გამართვა გადაწყვიტეს.