სარფში მოსახლეობა კაზინოს მშენებლობის წინააღმდეგია

2018-2020 წლებში საქართველოში 9 კაზინოს გახსნა იგეგმება
Sputnik

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. სარფში ადგილობრივმა მოსახლეობამ კაზინოს მშენებლობა გააპროტესტა,  იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სამორინე სკოლისა და ეკლესიის მიმდებარედ უნდა აშენდეს, რაც მათი აზრით, დაუშვებელია. მოსახლეობამ ადგილობრივი ხელისუფლებისგან კაზინოს სხვა ადგილას აშენება მოითხოვა.

საქართველოში ონლაინ-კაზინოში თამაში შეიძლება 21 წლამდე ასაკის პირებს აეკრძალოთ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში კი აქციის მონაწილეების მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადეს, რომ კაზინოს მშენებლობა ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ტელეკომპანია „იმედი“ ორგანიზაცია G&T-ის მიერ ჩატარებული კვლევებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 2018-2020 წლებში  საქართველოში ცხრა ახალი კაზინოს გახსნაა დაგეგმილი.  

კვლევების თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში ბათუმსა და თბილისში კაზინოების ბიზნესი სწრაფად განვითარდა. 

მაგალითად, ბათუმში 10 კაზინოა და კიდევ ხუთის გახსნა იგეგმება. სამი კაზინო უნდა გაიხსნას თბილისში, ხოლო  ერთი — კურორტ გოდერძიზე.

ქუთაისის ერთ-ერთ სამორინეში მამაკაცი გარდაიცვალა

საქართველოში სათამაშო ბიზნესის განვითარებისთვის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი ის არის, რომ მეზობელ ქვეყნებში კაზინოები ან აკრძალულია, ან მკაცრი რეგულაციებია დაწესებული. მხოლოდ აჭარაში 2016 წელს კაზინოების ვიზიტორების 76% უცხოელი იყო.

რაც შეეხება ონლაინ-კაზონოებს, საქართველოს პარლამენტში მათთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებაზე საუბრობენ.