საქართველოში ონლაინ-კაზინოში თამაში შეიძლება 21 წლამდე ასაკის პირებს აეკრძალოთ

© photo: Sputnik / Sergey Pivovarov / გადასვლა მედიაბანკშისამორინე
სამორინე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტმა დაუბრუნა ფინანსთა სამინისტროს ცვლილებები სათამაშო ბიზნესის შესახებ

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი გამოვიდა ინიციატივით ონლაინ-კაზინოებში და ტოტალიზატორებში თამაში 21 წლამდე ასაკის პირებს აეკრძალოს, განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ტელეარხ Rustavi2-ის ეთერში.

მანამდე პარლამენტში შევიდა ცვლილებები, რომელთა თანახმად აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამაში აეკრძალოს 21 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს, ხოლო უცხოელებს — 18 წლამდე ასაკის. კანონპროექტის ავტორია ფინანსთა სამინისტრო.

„ჩვენ გვსურს, რომ ამ სფეროში კარგი კანონმდებლობა გვქონდეს და უკვე გავუგზავნეთ კანონპროექტი ფინასთა სამინისტროს“, — განაცხადა ბესელიამ.

კაზინო - Sputnik საქართველო
საქართველოში კაზინოს კარი თამაშზე დამოკიდებული პირებისთვის დაიკეტება

რა სახით განხორციელდება დამტკიცების შემთხვევაში ეს ცვლილებები, ჯერჯერობით უცნობია. არ არის გამორიცხული, რომ გაუქმდეს 21 წლამდე ასაკის პირების ანგარიშები, რომლებიც კაზინოებში თამაშობენ. ვინ და როგორ შეამოწმებს ინტერნეტში განხოციელებულ ტრანზაქციებს — ესეც ღია საკითხს წარმოადგენს.

ინიციატივას არ ეთანხმებიან სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები.

„ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ამ მოთამაშეების გასასვლას ლიცენზიის არმქონე ვებგვერდებზე და ბიზნესს ზიანს მოუტანს“, — განაცხადა კომპანია „ბეთლაივის“ წარმომადგენელმა მარინა ნათელაშვილმა.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოში თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია შეიქმნება, რომელშიც ის პირები მოხვდებიან, რომლებიც პირადი ინიციატივით შესაბამისი თხოვნით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მიმართავენ, ან სიაში მათ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიყვანენ. სიაში პირის შეყვანა მოხდება 3 წლის ვადით.

ყველა სათამაშო დაწესებულება ვალდებული იქნება შენობაში შესვლის ნებისმიერი მსურველი თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიაში გადაამოწმოს. 

„აზარტული თამაშების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, დამოკიდებულად ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის დაუძლეველი სურვილი და რომელიც დამოკიდებულ პირთა სიაშია შეყვანილი, მიუხედავად მისი თამაშის შედეგისა.


ყველა ახალი ამბავი
0