National Geographic-ი საქართველოს რეკლამას იწყებს

ინტერნეტ-კამპანიის დახმარებით საქართველოს შესახებ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში 4,5 მილიონზე მეტი ადამიანი შეიტყობს
Sputnik

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოპულარულ სამოგზაურო ჟურნალ National Geographic-თან ერთად საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით მასშტაბურ მარკეტინგულ ინტერნეტ-კამპანიას იწყებს.

რატომ უნდა ეწვიოთ თბილისს: National Geographic-მა საიდუმლო გაამჟღავნა

კამპანიის პრეზენტაცია სპეციალურ პრესკონფერენციაზე წარადგინეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ და National Geographic-ის ცენტრალური ოფისის ვიცე-პრეზიდენტმა ანაბელ კანველმა.

ახალი მარკეტინგული კამპანიის ღირებულება 250 000 ევროს შეადგენს და მისი მთავარი ამოცანაა — საქართველოში ზაფხულის და შემოდგომის ტურისტული სეზონის პოპულარიზაცია და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის დემონსტრაცია.

National Geographic Traveler–მა ბათუმი ევროპის საუკეთესო ქალაქების ათეულში დაასახელა >>

ინტერნეტ-კამპანია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთ ქვეყნებში 4,5 მილიონზე მეტ ადამიანს დაფარავს. კამპანიის ფარგლებში National Geographic-ის მთავარ გვერდზე საქართველოს შესახებ ფოტო და ვიდეომასალები განთავსდება.

National Geographic: საქართველო გასტრონომიული ტურიზმისთვის №1 ქვეყანაა

სპეციალური ონლაინ-ბანერები განთავსდება ვებგვერდზე შემდეგ განყოფილებებში — Travel (მოგზაურობა), Adventure (თავგადასავალი) და History (ისტორია). National Geographic-ის Facebook-გვერდზეც საქართველოს რეკლამა გავა.

გასული წლის ივნისში National Geographic-მა საქართველოს სპეციალური გამოშვება მიუძღვნა. ჟურნალი შეზღუდული ტირაჟით რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოვიდა — სულ 35 ათასი ეგზემპლარი. აქედან 30 000 იყო გათვლილი რუსეთსა და ყაზახეთზე, დანარჩენი 5 000 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებში გაიგზავნა.