აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით წამლობის ღონისძიებები იწყება

ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობების, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო იწყებს წამლობით ღონისძიებებს 30 აპრილს, დილის 7 საათიდან, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა. ფაროსანამ გასულ წელს სერიოზული ზარალი მიაყენა დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობას. მათ არა მარტო გაანადგურეს მოსავალი, არამედ საცხოვრებელი სახლებშიც შევიდნენ. ოქტომბერში აზიური ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა.

როდის დაიწყება აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები

უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ წინასწარ ეცნობება მოსახლეობას. წამლობითი ღონისძიებები ჩატარდება: სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონების სოფლებში. კერძოდ:

ზუგდიდში — ცაიში და შამგონა; ხობში — საგვიჩიო; სენაკში — დიდიხორში და მენჯი; აბაშაში — კეთილარი, პირველი მაისი და სუჯუნა; ლანჩხუთში — ნიგოითი, ქვიანი და ჯაპანა; ვანში — ყუმური, შუამთა, ჭვიში და ჯაგანჭვიში; სამტრედიაში — ტოლები, დაბლაგომი და საჯავახო.

სოფლების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით დამუშავდება. 

რომელი პრეპარატები უნდა გამოიყენოთ აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად

ქიმიურ წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, წამლობის დასრულებამდე არ გამოუშვან სკებიდან ფუტკარი.

ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობების, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა.

სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა, რომელიც უკვე გადანაწილებულია სამეგრელოს, გურიის და იმერეთის მუნიციპალიტეტების მიხედვით. არსებული რესურსით შესაძლებელია 250 ათასი ჰექტარი ფართობის ოთხჯერ დამუშავება.