„მზე ჩვენკენ არის“ - უკრაინული ფესტივალი-კონკურსი საქართველოში ჩატარდება

კონკურსი-ფესტივალი „მზე ჩვენკენ არის“ სხვადასხვა ქვეყნის ხუთიდან 25 წლამდე ასაკის მონაწილეებზეა გათვლილი
Sputnik

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. ახალგაზრდებისა და ბავშვთა უკრაინული საერთაშორისო ფესტივალი-კონკურსი „მზე ჩვენკენ არის“ (Солнце за нас) საქართველოში პირველად 2018 წლის 1-7 მაისს ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია — საბავშვო და ახალგაზრდული შემოქმედების აღმოჩენა, მხარდაჭერა და პოპულარიზაცია და ასევე საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრული კავშირების განმტკიცება.

პიანისტი ლუკა ოქროს
ლუკა ოქროს თაყვანისმცემლებს 13 აპრილს სიურპრიზი ელით

„თქვენ გელით საინტერესო მასტერ-კლასები, ბრიფინგები, საკონცერტო პროგრამები, ურთიერთობა პატივცემულ ჟიურის წევრებთან, ასევე დატვირთული საექსკურსიო პროგრამა საქართველოს კოლორიტულ ადგილებში და არქიტექტურის ძეგლებში. შემოგვიერთდით და ჩვენსავით შეგიყვარდებათ საქართველო, და ამას სამუდამოდ დაიმახსოვრებთ“, — ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს ხუთ სხვადასხვა ნომინაციას შესთავაზებენ. ეს არის საესტრადო და ხალხური ვოკალი (სოლო, დუეტები, ტრიო), საესტრადო და ხალხური ვოკალური კოლექტივები (შოუ-ჯგუფები, ვოკალური ანსამბლები), ვოკალურ-ინსტრუმენტული ჯგუფები, საავტორო სიმღერა და ქორეოგრაფია (ხალხური, ხალხურ-სცენიური, თანამედროვე, კლასიკური).

სომეხი მომღეარლი არამე
სომეხი მომღერალი არამე თბილისში კონცერტს გამართავს

კონკურსის ჟიური 12-ქულიანი სისტემით შეაფასებს კონკურსანტის რეპერტუარს, შესრულების ტექნიკას, მხატვრულ დონესა და სამსახიობო ოსტატობას.

თითოეულ ასაკობრივ კატეგორიასა და ნომინაციაში საუკეთესო კონკურსანტები დაჯილდოვდებიან I, II და III პრემიის ლაურეატის წოდებით, მათ გადაეცემათ გრან-პრი და ფულადი პრიზები. ყველა მონაწილე მიიღებს დიპლომს.

2 და 3 მაისს კონკურსი ჩატარდება Tbilisi Art Hall-ში (მის.: დადიანის ქ., 26), 4 მაისს — გორში, კულტურის სახლში.

ღონისძიება ტარდება უკრაინის კულტურის სამინისტროს, უკრაინაში საქართველოს საელჩოს, საქართველოში უკრაინის საელჩოს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისისა და გორის მერიების მხარდაჭერით.