ლუკა ოქროს თაყვანისმცემლებს 13 აპრილს სიურპრიზი ელით

© FB / Luka Okrosპიანისტი ლუკა ოქროს
პიანისტი ლუკა ოქროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლუკა ოქროსი თბილისში შეასრულებს ფრედერიკ შოპენის ბალადებს, სერგეი რახმანინოვის ნაწარმოებებსა და სერგეი პროკოფიევის სონატებს.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ქართველი პიანისტი ლუკა ოქროსცვარიძე (ლუკა ოქროს) 13 აპრილს სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში სოლო-კონცერტს გამართავს.

საფორტეპიანო მუსიკის პროგრამაშია ფრედერიკ შოპენის ბალადები, სერგეი რახმანინოვის ნაწარმოებები და სერგეი პროკოფიევის სონატები.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია კონსერვატორიის სალაროებსა და ვებ-გვერდზე tkt.ge.

ლუკა ოქროსცვარიძე 1991 წელს თბილისში დაიბადა. ფორტეპიანოზე დაკვრა ოთხი წლიდან დაიწყო. სწავლობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ გიმნაზიაში (მარინა გელაშვილის კლასი). 1996 წელს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირში პირველი სოლო-კონცერტით გამოვიდა. 1998 წელს მონაწილეობა მიიღო ფესტივალში "პლანეტის ახალი სახელები", სადაც დიპლომით დაჯილდოვდა და პირველად მიიღო საქართველოს პრეზიდენტის გრანტი. ეს გრანტი მან მიიღო 1999, 2001, 2002, 2003 და 2004 წლებშიც.

ემინ აგალაროვი - Sputnik საქართველო
ემინ აგალაროვი ორკესტრთან ერთად თბილისში კონცერტს გამართავს

1999 წლიდან ლუკა ვლადიმერ სპივაკოვის საქველმოქმედო ფონდის სტიპენდიანტია. ფონდის საკონცერტო პროგრამის ფარგლებში მრავალ კონცერტში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის საფრანგეთში Festival International de Colmar-ის საერთაშორისო ფესტივალზე. 2004 წელს მოსკოვში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ ის რუსეთის ქალაქებში არაერთხელ გამოვიდა კონცერტებით.

2004-2008 წლებში სწავლობდა პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ სამუსიკო სასწავლებელში. 2008-2013 წლებში — პ. ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში, ხოლო 2013 წლიდან ლონდონის სამუსიკო სამეფო კოლეჯში (Royal College of Music).

2005 წლიდან ლუკა ე. რერიხის სახელობის საქველმოქმედო ფონდის სტიპენდიანტია და აქტიურად მონაწილეობს რერიხების საერთაშორისო ცენტრის კულტურულ პროგრამებში. ლუკა კონცერტებით გამოდიოდა გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, თურქეთში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, უკრაინაში, ყაზახეთში, აშშ-სა და კანადაში. 2009 წლის 8 მაისს კი ნიუ-იორკის „კარნეგი-ჰოლში“ შედგა მისი სადებიუტო კონცერტი.

ოქროსცვარიძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. მათ შორისაა: ვლადიმირ კრაინევის VI საერთაშორისო კონკურსის სპეციალური პრიზი (უკრაინა, 2002), თბილისის ახალგაზრდა პიანისტთა პირველი საერთაშორისო კონკურსის I პრემია (საქართველო, 2003), მოსკოვის ნეიგაუზის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა III საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზი (რუსეთი, 2008), ვლადიმირ გოროვიცის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის IV პრემია და მაყურებელთა სიმპათიის პრიზი (უკრაინა, 2010), ალმათის პიანისტთა V საერთაშორისო კონკურსის I პრემია (ყაზახეთი, 2011).

ყველა ახალი ამბავი
0