სომეხი მომღერალი არამე თბილისში კონცერტს გამართავს

© FB / Arameსომეხი მომღეარლი არამე
სომეხი მომღეარლი არამე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საღამოში მონაწლეობას მიიღებენ მომღერალი ნინა კარაპეტიანი და ცეკვის ანსამბლი „ცენტრა აიართუნ“

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. პოპულარული სომეხი საესტრადო შემსრულებელი არამე თბილისში სოლოკონცერტს გამართავს 2018 წლის 24 მაისს.

სომეხი მომღერლის გამოსვლა „კონგრეს-ჰოლში“ 19:00 საათზე დაიწყება (მის.: დავით აღმაშენებლის გამზ. 61).

„ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ნიჭიერი თბილისელი მომღერლები — ნინა კარაპეტიანი, ანა პოღოსოვა-ბადალიანი და გენრიხ პეტროსიანი“, — ნათქვამია ღონისძიების ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

არამე (ნამდვილი სახელი — არამ ეგიზარიანი) უამრავი სიმღერისა და ოთხი აუდიოდისკის ავტორია.

არამე სომხეთის ეროვნული პრემიის მფლობელია ნომინაციებში „წლის საუკეთესო მომღერალი“ (2007), „წლის ჰიტი“ (2009), „საუკეთესი დუეტი“ (2009), „წლის საუკეთესო კლიპი“ (2007), „წლის საუკეთესო მომღერალი“, „საუკეთესო ვიდეოკლიპი“, „წლის საუკეთესო დუეტი“ (2009), პრემია Armenian Music Awards-ის და პრემია „ტაშირ 2007“-ის ლაურეატი ნომინაციაში „წლის საუკეთესო კლიპი“.

 


ყველა ახალი ამბავი
0