აჭარაში ქალს მატარებელი დაეჯახა

ქალი გადარჩა, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ბათუმის დასახლება განთიადში 28 წლის ქალს მატარებელი დაეჯახა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

სასწაული არ მოხდა: ქალი, რომელსაც ბათუმში მატარებელი დაეჯახა, დაიღუპა

შემთხვევა ორშაბათს, დილით მოხდა. დარტყმა ძლიერი არ აღმოჩნდა და ქალი გადარჩა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

მატარებელი საბარგო იყო თუ სამგზავრო, ამას შსს-ში არ აზუსტებენ.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების სამ წლამდე ვადით შეზღუდვით, ან ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე ვადით ან ამის გარეშე.