სასწაული არ მოხდა: ქალი, რომელსაც ბათუმში მატარებელი დაეჯახა, დაიღუპა

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
44 წლის ქალი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, დაიღუპა.

თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik.  ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ბათუმში, თამარის დასახლებაში სატვირთო მატარებელი დაეჯახა, მიღებული ტრავმებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi

ინციდენტი კვირის დასაწყისში მოხდა. სატვირთო მატარებელი 44 წლის ქალს მაშინ დაეჯახა, როდესაც ისი ლიანდაგზე გადადიოდა. 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0