„სიბრძნის სიმფონია" გთავაზობთ ფრანგი მწერლის, „საფრანგეთის აკადემიის" წევრის, ანდრე მორუას (ფრანგ. André Maurois. ნამდვილი სახელია ემილ სალომონ ვილჰელმ ერცოგი Émile-Salomon-Wilhelm Herzog – 1885-1967) გამონათქვამებს.
მორუას ცნობილი ნაწარმოებებია: „არც ანგელოზი, არც მხეცი", „ბერნარ კენე", „ოჯახური წრე", „ბედნიერების ინსტინქტი", ნოველათა კრებულები: „მოულოდნელი ყოველთვის სრულდება", „საშინელი სამყარო", ბიოგრაფიული რომანები: „არიელი, ანუ შელის ცხოვრება", „ბაირონი"', „ვოლტერი", „პრუსტი", „ლელია, ანუ ჟორჟ სადნის ცხოვრება", „პრომეთე, ანუ ბალზაკის ცხოვრება", „ალექსანდრე ფლემინგის ცხოვრება" და სხვა. დიდად პოპულარულია მისი „წერილი უცნობ ქალს".
• უნდა აპატიო მდუმარედ – სხვაგვარად ეს რანაირი პატიებაა?
• როდესაც წარმატება გვეწვევა, ისღა დაგვრჩენია, გავოცდეთ, რამდენი ადამიანი აღმოჩნდება ხოლმე ჩვენი მეგობარი.
• უამრავი ქალი გაიკეთებდა ბრწყინვალე კარიერას, მხოლოდ მოსმენა რომ იცოდეს, თან მოსმენაც არაა სავალდებულო: საკმარისია, გამომეტყველება მიიღო, რომ ისმენ.
• ადამიანებს სჩვევიათ, სძულდეთ ის, რაც ხელში უვარდებათ და ჩაეჭიდონ იმას, რაც უსხლტებათ.
• არ არსებობს წვრილმანი ღალატი.
• ბუნებრივი მხოლოდ მათთან ვართ, ვინც გვიყვარს.
• ქორწინება უსიყვარულოდ – დაკანონებული პროსტიტუციაა.
• მამაკაცი სიყვარულში მშვიდობას ეძებს და არა ომს. არაფერს გამოჰყავს მამაკაცი წყობილებიდან ისე, როგორც ქალის აგრესიულობას.
• არ ღირს ორიენტირება საზოგადოებრივ აზრზე. ეს შუქურა კი არ არის, არამედ გაბნეული ნაპერწკლებია.
• გიყვარდეს ქალი – ნიშნავს იფიქრო არა იმაზე, თუ რას იღებ მისგან, არამედ იმაზე, თუ რას აძლევ მას.
• ბედნიერი ქორწინება – ესაა ხანგრძლივი საუბარი, რომელიც ყოველთვის მოკლე გეჩვენება.
• საკუთარ თავზე ცუდს ნუ იტყვით. ხომ შეიძლება, ვინმემ დაგიჯეროთ.
• თუ ქალაქის გაცნობა გინდა, ფეხით უნდა იარო.
• ყველაზე საოცარი მეხსიერება შეყვარებულ ქალს აქვს.
• დაუფიქრებელი სიტყვა და – ბავშვი უეცრად იზრდება, მოტყუებული სიყვარული და — ადამიანი სასტიკი ხდება.
• სიბერე მაშინ იწყება, როცა სიმამაცე კვდება.
• ცხოვრების მიზანი ის კი არაა, რომ უკვდავი დიდება მოიპოვო… არამედ ის, რომ ყოველი დღე პატარა მარადიულობად აქციო.
• ღამე ქალთან, ეს, რა თქმა უნდა, მთელი ღამეა, მაგრამ არა – მთელი ქალი.
• ერთადერთი, რასაც გამოცდილება გვასწავლის, ისაა, რომ გამოცდილება არაფერს გვასწავლის.
• სიყვარული განშორებასა და სიკვდილს უფრო კარგად იტანს, ვიდრე ეჭვსა და ღალატს…
• დაბერების ხელოვნების არსი ისაა, რომ ახალგაზრდებისთვის საყრდენი იყო და არა დაბრკოლება, მასწავლებელი და არა — მეტოქე, გამგები და არა — გულგრილი.
• ქალი ყველგან ორმაგ აზრს ხედავს, იქაც კი, სადაც ის არაა. იქ კი, სადაც არის – ქალი აზრს საერთოდ ვერ ხედავს.
• არ არსებობს იმაზე დიდი მტერი, ვიდრე ყოფილი მეგობარი.
• ერთადერთი უბედურება ისაა, რომ თავს უბედურად მიიჩნევთ და იმაზე ოცნებობთ, რაც არ გაქვთ იმის ნაცვლად, რომ მიიღოთ კმაყოფილება იმისგან, რაც გაქვთ.
• ბედნიერება – წამია, ჩვევა – მარადიულობა.
• ყველაზე ბედნიერი წამები ყოველთვის სევდით არის აღსავსე. გრძნობ, რომ ის წამიერია, გინდა მისი დაჭერა, მაგრამ ეს შეუძლებელია.
• სიყვარულის დასაწყისში შეყვარებულები მომავალზე ლაპარაკობენ. ბოლოში — წარსულზე.
• ყველაფერი, რასაც აკეთებ, უკან დაგიბრუნდება.
• ადამიანი ყველაფრისგან იღლება, სიყვარულისგანაც კი.
• კამათისას ბოლო სიტყვა ყოველთვის ქალს რჩება. რასაც ამის შემდეგ იტყვი, უკვე ახალი კამათის დაწყება იქნება.
• ქალების უდიდესი ძალა — მათ არყოფნაშია.
• მხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტი სამოთხე არსებობს — დაკარგული სამოთხე.
• ქალთან გატარებული დრო არ შეიძლება დაკარგულად ჩაითვალოს.
• სწორი აზრი, თუ მას ხშირად გავიმეორებთ, ძალას კარგავს.
• ბიზნესი — ეს ომისა და სპორტის შერწყმაა.
• ყველაზე უცნაური ისაა, რომ თუ გეტყვით: „არ მიყვარხართ", თქვენ უფრო ძლიერ შეგიყვარდებით.
• წარმატებული ქორწინება — ეს ნაგებობაა, რომელიც ყოველდღიურ რეკონსტრუქციას საჭიროებს.
• მხატვარი მატყუარაა, მაგრამ ხელოვნება — სიმართლე.