სტენინი-2018: ჟიურიში მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებია

კონკურსის მიზანია - ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერა და დიდი ფოტოხელოვნების სამყაროში მათთვის გზის გაკვლევა
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსმა, რომლის ორგანიზატორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня, 2018 წლის ჟიურის შემადგენლობა გამოაცხადა.

მასში შევიდნენ წამყვანი საინფორმაციო სააგენტოებისა და გამოცემების ფოტოექსპერტები. მათ შორის არიან აჰმეტ სელი, თურქეთში უძველესი და უმსხვილესი სააგენტო „ანადოლუს“ (Anadolu Ajansi) ფოტო და ვიდეოსიახლეების განყოფილების ხელმძღვანელი; მექსიკის სახელმწიფო საინფრომაციო სააგენტო „ნოტიმექსის“ (Notimex) ფოტოსამსახურის დირექტორის მოადგილე ჰორჰე არსიგა ავილა; საგამომცემლო სახლ „კომერსანტის“ (КоммерсантЪ) ფოტოსამსახურის დირექტორი პაველ კასინი; სააგენტო „ფრანს პრესის“ (AFP) სპეციალური ფოტოკორესპონდენტი მლადენ ანტონოვი; დამოუკიდებელი რუსული ფოტოსააგენტო SALT IMAGES-ის დამფუძნებელი და დირექტორი ანა ზეკრია; 20-წლიანი სტაჟის მქონე ფოტორეპორტიორი, წარსულში საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ (AP) მოსკოვის ბიუროს ფოტოგრაფი ივან სეკრეტარევი.

ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსზე გამარჯვებული გამოვლინდა

კონკურისის ჟიურიში ასევე შევიდა ჩინეთის ფოტოგრაფთა ასოციაციის საპატიო თავმჯდომარე, ქალ ფოტოგრაფთა ჩინეთის ასოციაციის თავმჯდომარე ვან იაო, სხვადასხვა წლებში ჩინური საინფორმაციო სააგენტოს (China News Service) და საინფორმაციო სააგენტო „სინჰუას“(Xinhua) მთავარი რედაქტორის მოადგილე.

ჟიური შეაფასებს ნამუშევრებს, რომლებიც მიიღება ვებგვერდზე stenincontest.ru. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 33 წლამდე ასაკის ფოტორეპორტიორებს, განაცხადების მიღება — 2018 წლის 28 თებერვლამდე. აღნიშნული კონკურსი რუსეთში ერთადერთ მოედანს წარმოადგენს, რომელიც საერთაშორისო ფოტოჟურნალისტიკაში ახალ სახელებს აღმოაჩენს და დოკუმენტური ფოტოგრაფიის ხარისხის კრიტერიუმებს აყალიბებს. კონკურსის მიზანია — ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერა და დიდი ფოტოხელოვნების სამყაროში მათთვის გზის გაკვლევა.

აჰმეტ სელი, თურქეთში უძველესი და უმსხვილესი სააგენტო „ანადოლუს“ (Anadolu Ajansi) ფოტო და ვიდეოსიახლეების განყოფილების ხელმძღვანელი: „ჩემთვის დიდი პატივია ვიყო კონკურსის ჟიურიში, რომელიც ნიჭიერი რუსი ფოტოჟურნალისტ ანდრეი სტენინის სახსოვრად არის ორგანიზებული. უდავოა, რომ ფოტოჟურნალისტიკა ჟურნალისტური პროფესიებიდან ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა. შეუძლებელია მისი რეალიზება სამუშაო მაგიდასთან ან სასტუმროს მყუდრო ნომერში. მისი საფუძველია — ინფორმაციის მოპოვება პირვეწყაროდან, მოვლენის ცენტრში ყოფნა. ამჟამად ფოტოჟურნალისტიკას რთული პერიოდი უდგას. ამიტომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერა, რომლებმაც რეპორტიორის პროფესია აირჩიეს, ასევე აუდიტორიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაიგოს მათ შესახებ და მათი ნამუშევრების შესახებ. ამიტომ ასეთი მნიშვნელოვანია ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსი. ის არამარტო უკვდავჰყოფს ფოტოჟურნალისტს, არამედ ახალგაზრდა ფოტორეპორტიორებს მხარს უჭერს“.

ანდრეი სტენინის კონკურსის გამარჯვებულთა საუკეთესო ფოტოები

„სააგენტო ფრანს პრესის“ (AFP) სპეციალური ფოტოკორესპონდენტი მლადენ ანტონოვი: „მადლობელი ვარ, რომ მიმიწვიეს ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსის ჟიურიში. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა კონკურსის ამოცანა, რომელიც ფოტოჟურნალისტების ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერას გულისხმობს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საკუთარი ნამუშევრების ჩვენების შესაძლებლობა, რომელიც კონკურსის ლაურეატებს ექნებათ, უნიკალურია, ხოლო გამარჯვებულების ნამუშევრების შემოქმედებითი ტურნე, რომელიც მისი დასასრულისთანავე დაიწყება, შთამბეჭდავია. ის, რომ პროფესიონალების ახალგაზრდა თაობას აქვს სურვილი სამყაროს საკუთარი ხედვა გაგვიზიაროს, ძალიან ბევრს ნიშნავს თანამედროვე ფოტოგრაფიაში“.

ანა ზეკრია, დამოუკიდებელი რუსული ფოტოსააგენტო SALT IMAGES-ის დამფუძნებელი და დირექტორი: „სტენინის სახელობის კონკურსში მონაწილეობის აზრს ვხედავ იმაში, რომ რუსეთში „ინტერფოტოს“ დროიდან ღირსეული საერთაშორისო კონკურსი არ ჩატარებულა. ღირსეულის ქვეშ ვგულისხმობ გასაგებ წესებს, ნამუშევრების მიღების ადექვატურ პროცედურას, პატივსაცემ ჟიურის, განაცხადის უფასო მიღებას და საპრიზო ფონდს, რომელიც გამარჯვებული ავტორებისათვის მხარდაჭერას წარმოადგენს. ჩემთვის საინტერესოა არამარტო გამარჯვებულის გამოვლენა, არამედ ახალი სახელების, ახალი პროექტების აღმოჩენა, განსაკუთრებით რუსეთის რეგიონებიდან. გარდა ამისა, მსოფლიოში სხვადასხვა კონკურსებში ჟიურის წევრობის შემდეგ ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ჩემი ექსპერტული აზრით მონაწილეობა რუსეთში მივიღო“.

2018 წელს კონკურსს ოთხი ნომინაცია ექნება: „მთავარი სიახლეები“, „სპორტი“, „ჩემი პლანეტა“ და „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“. თითოეულ ნომინაციაში ნამუშევრების რაოდენობა სამამდე გაიზარდა, რაც ახალგაზრდა ფოტოგრაფებს პროფესიული ოსტატობის დემონსტაციისთვის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს აძლევს. ჟიურის კენჭისყრის მიხედვით თითოეულ ნომინაციაში განისაზღვრება სამი საპრიზო ადგილი და გადაეცემა უმაღლესი ჯილდო — „გრან-პრი“.

სტენინის ომი და მშვიდობა ფოტოებში

2017 წელს ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი რუსული და საერთაშორისო მედია-საშუალებების, საინფორმაციო სააგენტოებისა და ფოტოსაზოგადოების მხარდაჭერით გაიმართა. რამდენიმე ნიმინაციის პარნიორები გახდნენ Shanghai United Media Group (SUMG), Al Mayadeen TV, და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC).

კონკურსის გენერალური საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო-ახალი ამბების პორტალი Вести.Ru, სახელმწიფო ტელეარხი Россия-Культура, საინფორმაციო-ახალი ამბების პორტალი kp.ru, საინფორმაციო პორტალი ЖурДом და პორტალი Russian Photo.

კონკურსის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik, საინფორმაციო სააგენტო Askanews, მედიაჰოლდინგი Independent Media, სიანფორმაციო სააგენტო Notimex, ახალი ამბების სააგენტო ANA, ტელეარხი და პორტალი RT, The Royal Photographic Society, Shanghai United Media Group (SUMG), საერთაშორისო საინფორმაციო მულტიპლატფორმა TeleSUR, გაზეთ China Daily-ის ინტერნეტ-პორტალი, ჟურნალი Frontline. დარგობრივი საინფორმაციო პარტნიორების სტატუსით კონკურსს მხარს უჭერენ: ფოტოგრაფიის აკადემია, სააგენტო ГеоФото, პორტალი Photo-study.ru, მოსკოვის ჟურნალისტთა კავშირი, ვიზუალური ხელოვნების სკოლა, რუსეთის ფოტოხელოვანთა კავშირი, საინფორმაციო პორტალი YOung JOurnalists და ფესტივალები PhotoVisa, Kolga Tbilisi Photo და Фотопарад в Угличе.