თავისუფლების სირთულე, მონობის სიმარტივე და მარტოობაში დაბადებული პიროვნება

სახელმწიფო არსებობს არა იმისთვის, რომ დედამიწაზე სამოთხე იყოს, არამედ იმისთვის, რომ დედამიწაზე ჯოჯოხეთი არ იყოს...
Sputnik

„სიბრძნის სიმფონია" წარმოგიდგენთ ნიკოლაი ბერდიაევის მოსაზრებებს. ბერდიაევი (1874-1948) — რუსი რელიგიური და პოლიტიკური ფილოსოფოსი, მოაზროვნე, რომელმაც ქრისტიანული ხედვის ეგზისტენციალიზმის მოთხოვნილებებთან მიახლოება სცადა. მის ნაშრომთაგან აღსანიშნავია: „შემოქმედების არსი" (1916 წ.); „სული და თავისუფლება" (1934 წ.); „ხუთი მოსაზრება არსებობის შესახებ" (1936 წ.) და სხვა.

რუსი ფილოსოფოსი ნიკოლაი ბერდიაევი

•    თუ თქვენ არ აღასრულებთ სიმართლეს და ამახინჯებთ მას, დამნაშავე თქვენ ხართ და არა სიმართლე.
•    აჯანყებულ მასებს თავისუფლება არ სჭირდებათ, ის მათთვის უინტერესოა; მათ არ შეუძლიათ თავისუფლების ტვირთის გაძლება.
•    შურისძიების გრძნობა — მონის გრძნობაა. დანაშაულის გრძნობა — ბატონის გრძნობა.

სრულყოფილების ნაკლი, ქალის შენახული საიდუმლო და მეექვსე გრძნობა

•    ქრთამი — ყველა დროის ყველაზე ქმედითი რუსული კონსტიტუციაა.
•    ადამიანი იმიტომ არის მონა, რომ თავისუფლება ძნელია, მონობა — ადვილი.
•    თავისუფლება — ესაა უთანასწორობის უფლება.
•    მონების აჯანყება ყოველთვის მონობის ახალ ფორმებს ქმნის.
•    ყველას ნების შეჯამებით საყოველთაო ნებას ვერ მიიღებ.
•    ვერაფერი დაამახინჯებს ადამიანის ბუნებას ისე, როგორც მანიაკალური იდეები. თუ ადამიანს შეიპყრობს იდეა, რომ მთელი მსოფლიო ბოროტება ებრაელებში, მასონებში, ბოლშევიკებში, ერეტიკოსებში, ბურჟუაზიაშია და სხვა, ყველაზე კეთილი ადამიანი ველურ ცხოველად იქცევა.
•    …ბრძოლა პიროვნების რეალიზაციისთვის მტკივნეულია. ტკივილის თავიდან არიდება შესაძლებელია, თუ პიროვნებაზე უარს იტყვი. და ამას ადამიანი ძალზე ხშირად აკეთებს.
სიყვარული რომ განსაზღვრო, გაქრება კიდეც...

•    უყვართ უმიზეზოდ… ცხოვრების უდიდესი საიდუმლო იმაში იმალება, რომ კმაყოფილებას იღებს მხოლოდ ის, რომელიც გასცემს და მსხვერპლად სწირავს თავს და არა ის, რომელიც ითხოვს და შთანთქავს. ყველანაირი შემოქმედება სიყვარულია…
•    ცოდნა იძულებითია, რწმენა — თავისუფალი.
•    პიროვნება მარტოობაში იბადება.
•    ადამიანებმა და ადამიანთა მთელმა ჯგუფებმა, მთელმა ხალხებმა მოარგეს ქრისტიანობა, ისევე, როგორც ყველა სხვა რელიგია, თავის დონეს და ღმერთის სახეზე აღბეჭდეს საკუთარი სურვილები და ამ სახეს თავისი შეზღუდულობა დაადეს.
•    სიყვარული მთაგრეხილია და არა მოსწორებული დაბლობი… სიყვარულს დაბლობში ვერ დააკავებ, ის კვდება და სხვა რამედ იქცევა… სიყვარულში არაფერია სტატიკური… სიყვარული — ეს ფრენაა, რომელიც ყოველგვარ წესრიგს ანგრევს.
•    ქალი მონობისკენ არის მიდრეკილი და ამასთან, დამორჩილებისკენ.
•    ჯოჯოხეთი იმისთვის კი არ არის საჭირო, რომ ბოროტმა სულებმა საკადრისი მიიღონ, არამედ იმიტომ, რომ სამოთხეში იძულებით გამწესებულ ადამიანზე სიკეთით არ იძალადონ.
გადაყარე ნიღბები, გათავისუფლდი, იცინე და გამოიყენე თითოეული წამი

•    ქალისა და მამაკაცის სიყვარულს შორის დიდი განსხვავებაა; განსხვავება მოთხოვნებსა და მოლოდინებს შორის. მამაკაცის სიყვარული ნაწილობრივია, ის მთელ არსებას არ მოიცავს. ქალის სიყვარული უფრო მთლიანია. ქალი შეპყრობილი ხდება. ამაშია ქალის სიყვარულის სასიკვდილო საშიშროება.
•    სიყვარული ცხოვრების ინტიმურ-პირადული სფეროა, რომელშიც საზოგადოება ვერ ერევა… როდესაც საუბარია ორის სიყვარულზე, ნებისმიერი მესამე — ზედმეტია… სიყვარული მუდამ არალეგალურია. ლეგალური სიყვარული — მკვდარი სიყვარულია. ლეგალურობა მხოლოდ ყოველდღიურობისთვისაა, სიყვარული კი ყოველდღიურობის ჩარჩოებს სცდება. სამყარომ არ უნდა იცოდეს, რომ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს…
•    სახელმწიფო არსებობს არა იმისთვის, რომ დედამიწაზე სამოთხე იყოს, არამედ იმისთვის, რომ დედამიწაზე ჯოჯოხეთი არ იყოს.
•    დაე, არ ვიცოდე ცხოვრების აზრი, მაგრამ აზრის ძიება ცხოვრებას უკვე აძლევს აზრს.
•    სასწაული რწმენიდან უნდა მოდიოდეს და არა რწმენა — სასწაულიდან.