ქართველი ტელეწამყვანი თანამშრომლის სექსუალური შევიწროებისთვის დააჯარიმეს

ქართველი ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი უარყოფს ჟურნალისტ თათია სამხარაძის სექსუალურ შევიწროებას
Sputnik

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik.  თბილისის საქალაქო სასამართლომ სკანდალურად ცნობილი ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი დამნაშავედ ცნო ჟურნალისტ თათია სამხარაძის სექსუალურ შევიწროებაში, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სასამართლომ რამიშვილი დამნაშავედ ცნო და სამხარაძისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000 ლარის გადახდა დააკისრა.

„თანხას ჩვენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ თავად ფაქტი დადასტურდა. ეს ნიშნავს, რომ 2 წლის შემდეგ სამართლიანობამ იზეიმა და ჩვენ სასამართლო მოვიგეთ. ეს პრეცედენტული საქმე იყო“, – განაცხადა სამხარაძემ. 

სექსუალური სკანდალი: სტალონე უარყოფს ჭორებს 16 წლის გოგონას გაუპატიურების შესახებ

ტელეკომპანია „იმედის“(Imedi) ყოფილმა თანამშრომელი 2016 წლის აპრილიდან ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ რამიშვილი, რომელიც იმ დროს იყო ტელეკომპანიის წამყვანი და მისი უფროსი, მას კარიერულ წინსვლას სექსუალური კავშირის სანაცვლოდ სთავაზობდა.

სამხარაძემ განაცხადა, რომ სექსუალურმა შევიწროებამ სისტემატური ხასიათი მიიღო, რის შემდეგაც იგი იძულებული გახდა სამსახურიდან წამოსულიყო და სასამართლოსთვის მიემართა.

საქმეში მთავარი სამხილი რამიშვილის  მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ასევე აუდიოჩანაწერები გახდა, რომლის ავთნტურობას ეჭვქვეშ აყენებდა რამიშვილი. თუმცა, ჩანაწერების ნამდვილობა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადასტურა.

 „სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ჯარიმის 2 ათასი ლარის ოდენობით გადახდა დამაკისრა. თუმცა, მათ სამოტივაციო ნაწილი არ ჩაბარებიათ და შესაბამისად ისინი ზეიმობენ გამარჯვებას. საქმე ძალიან კარგად არის ჩემთვის, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მხოლოდ ეს შუამდგომლობა, დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონდა. ჩვენ დაველოდებით სამოტივაციო ნაწილს და თუ საჭიროდ ჩავთვლით დავეთანხმებით, თუ არა და გავასაჩივრებს სააპელაციოში", — თქვა შალვა რამიშვილმა.

თავად რამიშვილი სექსუალური შევიწროების ფაქტს უარყოფს. არც იგი და არც მისი ადვოკატი ბოლო სასამართლო სხდომას არ ესწრებოდნენ. გამორიცხული არაა, რომ ტელეწამყვანმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.