კალაძე: საკუთარ ოჯახზე მაქვს ეს ტრაგედია გამოცდილი

© FB / Kakha Kaladzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე გამოცხადებული განაჩენის შემდეგ თითქმის მთელი ქვეყანა საპროტესტო აქციებმა მოიცვა.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ყველა კითხვას, რაც გარდაცვლილების ოჯახებს აქვთ, ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის კომენტირებისას.

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე. სასამართლოს გადაწყვეტილებას თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა.

საპროტესტო აქცია მთავარ პროკურატურასთან - Sputnik საქართველო
პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად საქართველოს პრეზიდენტი მივიდა - პირდაპირი ეთერი

„ჩემთვის, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები. ისე უნდა წარიმართოს პროცესი, რომ საზოგადოებაში არანაირი კითხვის ნიშნები არ დარჩეს და მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე…მე კარგად მესმის თუ რამდენად მწარეა, რამდენად რთულია, როდესაც თავს დაგატყდება ასეთი ტრაგედია, მე საკუთარ ოჯახზე მაქვს ეს ყველაფერი გამოცდილი და ძალიან მძიმეა ის ფაქტი, რაც მოხდა, ვგულისხმობ დაპირისპირებას, რომელიც დასრულდა მკვლელობით. ძალიან მძიმე ფაქტია ეს ყველაფერი", — განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია Imedi-ს პირდაპირ ეთერში.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.

 

ყველა ახალი ამბავი
0