პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად საქართველოს პრეზიდენტი მივიდა - პირდაპირი ეთერი

© Sputnik / Shota Nozadzeსაპროტესტო აქცია მთავარ პროკურატურასთან
საპროტესტო აქცია მთავარ პროკურატურასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინ გაშლილ კარავში ზაზა სარალიძეს მედიის გარეშე ხვდება.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მივიდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ამ წუთებში გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინ გაშლილ კარავში ზაზა სარალიძეს მედიის გარეშე ხვდება.

დაახლოებით, ერთი საათის წინ ზაზა სარალიძემ საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ერთადერთი ადამიანი ხელისუფლებიდან, რომელმაც მის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, პრეზიდენტი და მისი ოჯახი იყო. 

გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუაც მივიდა.

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. 

რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე. სასამართლოს გადაწყვეტილებას თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0