06:11 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
6700

თბილისის მერიამ საუბარი იმის შესახებ, რომ კადეტთა კორპუსის შენობის აღდგენას აპირებს, 2020 წლის თებერვლის დასაწყისში დაიწყო.

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე ყოფილი კადეტთა კორპუსის ისტორიული შენობის აღდგენა და რესტავრაცია აქტიურ ფაზაშია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, ყოფილი კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციაზე 14 მლნ ლარი გამოიყო. ამ ეტაპზე ისტორიული შენობის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ეს არის მთაწმინდის რაიონში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ისტორიული შენობა-ნაგებობა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ინგრეოდა და მასში ცხოვრება შეუძლებელი იყო. ამ ეტაპზე, განხორციელდა შენობის ერთი ფლიგელის სადემონტაჟო სამუშაოები და არასადემონტაჟო ფლიგელის ავარიული ღიობების გამაგრება ლითონის კონსტრუქციებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მერის თქმით, სამუშაოები 2023 წელს დასრულდება.

შენობა დაახლოებით 150 წლისაა. თავდაპირველად აქ იყო დაწყებითი სამხედრო სკოლა, შემდეგ კი კადეტთა კორპუსი. 1918 წელს შენობა კომუნალურ საცხოვრისად გადაკეთდა.

ამჟამად ის მეოთხე კატეგორიის ავარიულ შენობათა რიცხვს განეკუთვნება.

 

თბილისის მერიამ საუბარი იმის შესახებ, რომ კადეტთა კორპუსის შენობის აღდგენას აპირებს, 2020 წლის თებერვლის დასაწყისში დაიწყო.

 

მთავარი თემები