21:40 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (2041)
5010

2018 წლიდან დღემდე 1.300-მდე ოჯახისთვის შეიქმნა შესაძლებლობა, რომ მათ საცხოვრებელი ბინები მიიღონ. უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში ეს ოჯახები სრულად დაკმაყოფილდებიან, აღნიშნა კალაძემ.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში კიდევ 700-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

კალაძემ აღნიშნა, რომ ორი დიდი პროექტისთვის, რომლებიც სამგორსა და ვარკეთილში განხორციელდება, ინტერესთა გამოხატვა ცხადდება.

„უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, გარკვეულ მიწის ნაკვეთებზე გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა. გვყავს გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც მშენებლობის შემდეგ ამ ოჯახებს დააკმაყოფილებენ. დღეს კი ცხადდება ინტერესთა გამოხატვა პროექტებისთვის სამგორსა და ვარკეთილში, რომლითაც დაზარალებული ოჯახები დაკმაყოფილდებიან“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძემ ასევე განმარტა, რომ ოჯახების რიგითობა და თანმიმდევრობა სოციალური ქულების მიხედვით განისაზღვრა. რაც შეეხება ოჯახებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ შეუტანიათ განცხადება, უნდა მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და ისინი ქულების მინიჭების შემდეგ შესაბამის რიგს დაიკავებენ.

კახა კალაძემ სამშენებლო სექტორს აქტიურობისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ დეტალური ინფორმაცია განთავსდება თბილისის მერიის ვებ-გვერდზე.

მიმდინარე წლის იანვრისთვის თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 ათასამდე ოჯახიდან ნახევარი დააკმაყოფილა.

თბილისის მერიამ ბინა 1 ლარად კიდევ 27 ოჯახს დაუკანონა>>

ჯერ კიდევ 2018 წელს კახა კალაძემ განაცხადა, რომ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირება მომდევნო სამი–ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდებოდა და ყველა დაზარალებული ბინით დაკმაყოფილდებოდა.

თემები:
თბილისი დღეს (2041)

მთავარი თემები