08:43 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1969)
36 0 0

აღნიშნული პროექტის კონცეფციაზე ესტონურმა კომპანია „კოკომ“ იზრუნა, რომელიც ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო ამ დრომდე ვერ განხორციელდა, აღნიშნა კალაძემ.

თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. დედაქალაქის მერია ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად თბილისის ანძაზე პანორამული რესტორნის, გადმოსახედისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ პროექტის კონცეფციის შექმნაზე ესტონურმა კომპანია „კოკომ“ (KOKO architects) იმუშავა, რომელიც მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულია. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ის აღნიშნული პროექტის განხორციელებას მოსახლეობას წინასაარჩევნოდ დაჰპირდა.

„ყველა დიდ ქალაქში, სადაც არსებობს ასეთი პროექტები, ძალიან მაღალ დონეზეა ყველაფერი გაკეთებული. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, თბილისშიც გამოიძებნებიან საინვესტიციო ჯგუფები, ვინც ამ პროექტს განახორციელებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის განმარტებით, პროექტი ამ დრომდე ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო ვერ განხორციელდა, ახლა კი ეტაპობრივად დაიწყება სამუშაოები.

„ძალიან ბევრ პროექტებზე მოგვიწია უარის თქმა და ეკონომიკური აქტივობების შემცირება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბიზნესი დაინტერესდება ამ კონკრეტული ინტერესთა გამოხატვით“, - აღნიშნა კალაძემ.

თბილისის ტელეანძაზე პანორამული სივრცე და რესტორანი მოეწყობა>>

გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე ჩატარდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. კვლევის შედეგად წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე კი პროექტის განხორციელების შესახებ მიიღება გადაწყვეტილება.

თბილისის პირველი სატელევიზიო ანძის მშენებლობა 1952 წელს დაიწყო და 1956 წელს დასრულდა. დღევანდელი ანძა 1972 წელს დაიდგა, როდესაც ძველი ანძა გორში გადაიტანეს და მის ადგილზე თანამედროვე ანძა ააშენეს. ანძის სიმაღლე 274,5 მეტრია.

თემები:
თბილისი დღეს (1969)

მთავარი თემები