თბილისის ტელეანძაზე პანორამული სივრცე და რესტორანი მოეწყობა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ტელეანძა
თბილისის ტელეანძა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქის ერთ–ერთი სიმბოლო ასევე ტურისტების სივრცე გახდება

თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. თბილისის სატელევიზიო ანძაზე ვიზიტორებისთვის სივრცის მოწყობა იგეგმება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სივრცე ტურისტებისთვის 277 მეტრიანი ტელეანძის 15–იდან ერთ–ერთ სართულზე მოეწყობა. სატელევიზიო ანძის მოდელირების კონცეფციაზე „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ მუშაობს.

კონცეფციის თანახმად, ვიზიტორებისთვის განკუთვნილ ახალ ადგილას მოეწყობა მოძრავი იატაკი, კაფე და რესტორნები, ასევე პანორამული სივრცე.

პროექტის მომზადებაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. კონცეფციების მიღება 11 აპრილს დასრულდება.

თბილისის სატელევიზიო ანძის მშენებლობა 1952 წელს დაიწყო და 1956 წელს დასრულდა. „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ 2000 წელს ტელეცენტრისა და რადიოცენტრის გაერთიანების შემდეგ დაფუძნდა. კომპანიის დამფუძნებელი და 100%–იანი მფლობელი სახელმწიფოა.

ამჟამად კომპანიას აქვს 150–ზე მეტი ანძა, შენობა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურული კომპონენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ზოგიერთი მათგანის სიმაღლე 100 მეტრს აჭარბებს.


ყველა ახალი ამბავი
0