კახა კალაძეს კლინიკიდან კვირას გაწერენ

© Facebook / Government of Georgiaკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2021
გამოწერა
კახა კალაძემ გასულ კვირაში თავად გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik.  თბილისის მერი, კახა კალაძე კლინიკას, სადაც ის რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობის კურსს გადიოდა, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს. ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი2“ იუწყება.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
კარდიოლოგი: კახა კალაძის დიაგნოზი დაზუსტებულია

გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის მერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. კახა კალაძე დროებით მუშაობას სახლიდან გააგრძელებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი თავის სამუშაო ადგილს დაუბრუნდება.

კარდიოლოგი, პროფესორ ზურაბ ფაღავას თქმით, თბილისის მერის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას ამ ეტაპზე ჩივილები აღარ აქვს.

„კარდიოლოგიური თვალსაზრისით მას არანაირი შეზღუდვა არ აქვს, მოგეხსენებათ, კლინიკა, სადაც ის წევს, არის გულისა და ფილტვის დაავადებათა დეპარტამენტი. რაც შეეხება მეორე დაავადებას, რის გამოც ის რეალურად ამ ეტაპზე იტარებს მკურნალობას, ეს არის ვესტიბულარული აპარატის ფუნქციის დარღვევა, ამ მხრიდანაც მდგომარეობა არის სრულიად დამაკმაყოფილებელი და ის შეძლებს სრულფასოვან მუშაობას", - აცხადებს ზურაბ ფაღავა.

რამდენიმე დღის წინ კახა კალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ორი დიაგნოზი დაუსვეს – ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია და ის კლინიკაშია მოთავსებული. მოგვიანებით ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დადასტურდა. მერს არასტაბილური არტერიული წნევა აქვს – ვესტიბულოპათია. ექიმის განმარტებით, ადამიანის ორიენტაციას სივრცეში და წონასწორობის შენარჩუნებას ვერტიკალურ მდგომარეობაში ვესტიბულარული აპარატი უზრუნველყოფს. მისი ფუნქციის დარღვევას ვესტიბულოპათია ეწოდება.

მედიკოსების განცხადებით, დარღვევები კალაძის სპორტულმა წარსულმა და დაძაბულმა მუშაობამ გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0