09:22 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1969)
107 0 0

მოსახლეობისთვის წყალმომარაგების შეზღუდვა მარშალ გელოვანის გამზირზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს უკავშირდება.

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. თბილისის რამდენიმე უბნის მაცხოვრებლებს წყალმომარაგება 1 აპრილიდან 2 აპრილამდე პერიოდში შეეზღუდებათ, ნათქვამია კომპანია Georgian Water and Power-ის (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

25 მარტიდან, მარშალ გელოვანის გამზირზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში, თბილისის მერიის დაკვეთით კომპანია Black Sea Group წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ატარებს. დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების დროებით დაკეტვა და წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.

დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, 1 აპრილის 23:00 საათიდან 2 აპრილის 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდებათ საბურთალოს, დიდუბისა და დიდი დიღმის რაიონების მცხოვრებლებს. შეზღუდვა ასევე შეეხებათ ქოშიგორას დასახლების, სოფელ ზურგავანასა და ზაჰესის მცხოვრებლებს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეს სამუშაოების ბოლო ეტაპია.

კერძოდ, წყალმომარაგება შეეზღუდება:

  • საბურთალოს რაიონში: ვაშლიჯვრის დასახლებას, მარშალ გელევანის გამზირს, თოფურიას, სარაჯიშვილის, კვანტალიანის ქუჩებს, გოძიაშვილის ქუჩას და შესახვევებს, გოთუას, მუხრან მაჭავარიანის, ჭელიძის, ბიძინა ბარათაშვილი, სარგის კაკაბაძის, ტაშკენტის ქუჩის ნაწილს, ზემო ვეძისის, ალასანიას, ვაზისუბნის და მიმდებარე ქუჩებს.
  • დიდუბის რაიონში: აღამაშენბლის ხეივნის მე-12 კმ-ს, დიღმის მასივის I კვ.-ის N10, 11, 12 კორპუსებს.
  • დიდ დიღომში: ფარნავზ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, არჩილ მეფის, მირიან მეფის, ჯავახიშვილის, სონღულაშვილის, უგრეხელიძის, ნიკო ბურის, ჰუგო ჰუბერტის, ხატაეთის, შერმადინის, ნესტან-დარეჯანის, ფატმანის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, ანდრონიკაშვილის, მიხეილ მესხის, ფატმანის, კვირაცხოვლის მუხათგვერდის და მიმდებარე ქუჩებს; ბენდუქიძის დასახლებას.
  • ქოშიგორას დასახლებაში: ჭავჭავაძის, უდაბნოს, მოწამეთას, კელასაურის, ასიათასი მოწამის ქუჩებს.
  • სოფელ ზურგოვანაში:  კოსტავას, ჩოხელის, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ქუჩებს.
  • ზაჰესში:  გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, კასკადისა და ენერგეტიკის ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას GWP აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. 

თემები:
თბილისი დღეს (1969)

მთავარი თემები