„მაღლივი–ბაგების“ საბაგირო 20 აპრილიდან დაიწყებს ფუნქციონირებას

© Sputnik / Alexander Imedashviliსაბაგირო
საბაგირო - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
გამოწერა
საბაგიროს მეშვეობით უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგებამდე გადაადგილებას დაახლოებით 3 წუთი დასჭირდება.

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მოქალაქეებს 20 აპრილიდან მოემსახურება, განაცხადა თბილის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, საბაგიროთი მგზავრობის შემთხვევაში სტუდენტები შეღავათიანი პირობებით ისარგებლებენ.

„საბაგიროს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ განახორციელა. ეს არის 320 მეტრი სიგრძის საბაგირო გზა. სულ მალე საბაგირო გადმოეცემა დედაქალაქის მუნიციპალტეტს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური შემოწმება, უსაფრთხოების სისტემების გამართვა და სარევიზიო სამუშაოები. ამ სამუშოების დასრულების შემდეგ კი საბაგირო ფუნქციონირებას დაიწყებს“, – განაცხადა კალაძემ. 
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
თბილისში უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდი აშენდება

თბილისის მერმა თბილისში სხვა საბაგიროების დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქალაქში არის კონკრეტული არეალები და კვლევის შედეგად უკვე გამოიყო ადგილები, სადაც შესაძლებელია საბაგიროს პროექტების განხორციელება.

„უკვე შერჩეულია ორი ადგილი და მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა, რომელსაც მერია სულ მალე წარმოადგენს. მომდევნო თვეების განმავლობაში, როდესაც პროექტი მზად იქნება, დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას", – განაცხადა კალაძემ.

მაღლივი კორპუსის ბაგებთან დამაკავშირებელი საბაგირო გზის აღდგენითი სამუშაოები სამშენებლო კომპანია „საქსპეცტრანსმა" 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და 2017 წელს დაასრულა, თუმცა საბაგირო დღემდე არ ამოქმედებულა.

ამ დროისათვის საბაგირო მთლიანად განახლებულია, მას ორი ვაგონი აქვს და თითოეული დაახლოებით 20 ადამიანზეა გათვლილი. სამუშაოების ფარგლებში ძველი გონდოლები აღადგინეს, ახალი ბაგირები დააყენეს, გონდოლები და სადგური ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

„მაღლივი-ბაგების“ საბაგირო 20 წლის განმავლობაში, 1982 წლიდან 2002 წლამდე ფუნქციონირებდა.

ყველა ახალი ამბავი
0