05:05 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
62 0 0

ღია სანიაღვრე ჭები საფრთხეს უქმნის როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე ავტომობილებს. ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს, კომპანიის თანამშრომლები კი ახალ სახურავებს ამონტაჟებენ

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. შპს „თბილსერვის ჯგუფი“, რომელიც დედაქალაქის კეთილმოწყობით არის დაკავებული, ბოლო პერიოდში სანიაღვრე ჭების გახშირებულ ქურდობებზე საუბრობს.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით, სანიაღვრე ჭების სახურავების მოპარვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ღია ჭები საფრთხეს უქმნის, როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ასევე, ავტომანქანების მძღოლებს“, - აცხადებენ უწყებაში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიების პარალელურად, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ ჭების დახურვის პროცესი მიმდინარეობს, აცხადებენ სამსახურში.

რკინის ჯართის ქურდობა 90-იანი წლების საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაული იყო. მაშინ მედიაში ხშირი იყო ცნობები ჭების სახურავების, მავთულების და რელსების ქურდობის შესახებ.

დღეისათვის ქურდობა ზოგადად ერთ-ერთი გავრცელებული დანაშაულია და ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულების დაახლოებით მეოთხედს შეადგენს.

შეზღუდული პასუხიმგებლობის საწარმო „თბილსერვის ჯგუფი“ 2007 წელს ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანია.

მთავარი თემები