თბილისში სანიაღვრე ჭების სახურავების მოპარვის ფაქტები გახშირდა

© photo: Sputnikსანიაღვრე ჭა
სანიაღვრე ჭა - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2021
გამოწერა
ღია სანიაღვრე ჭები საფრთხეს უქმნის როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე ავტომობილებს. ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს, კომპანიის თანამშრომლები კი ახალ სახურავებს ამონტაჟებენ

თბილისი, 6 მარტი – Sputnik. შპს „თბილსერვის ჯგუფი“, რომელიც დედაქალაქის კეთილმოწყობით არის დაკავებული, ბოლო პერიოდში სანიაღვრე ჭების გახშირებულ ქურდობებზე საუბრობს.

მიზანმიმართული ვანდალიზმი თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
ახალგაზრდების მიზანმიმართული ვანდალიზმი თბილისის ქუჩებში — ვიდეო
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით, სანიაღვრე ჭების სახურავების მოპარვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ღია ჭები საფრთხეს უქმნის, როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ასევე, ავტომანქანების მძღოლებს“, - აცხადებენ უწყებაში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიების პარალელურად, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ ჭების დახურვის პროცესი მიმდინარეობს, აცხადებენ სამსახურში.

რკინის ჯართის ქურდობა 90-იანი წლების საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაული იყო. მაშინ მედიაში ხშირი იყო ცნობები ჭების სახურავების, მავთულების და რელსების ქურდობის შესახებ.

დღეისათვის ქურდობა ზოგადად ერთ-ერთი გავრცელებული დანაშაულია და ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულების დაახლოებით მეოთხედს შეადგენს.

შეზღუდული პასუხიმგებლობის საწარმო „თბილსერვის ჯგუფი“ 2007 წელს ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანია.

ყველა ახალი ამბავი
0