თბილისში ათასობით ოჯახს 24 საათით წყალმომარაგება შეუწყდება

© photo: Sputnikსარემონტო სამუშაოები
სარემონტო სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გამოწერა
ტექნიკური სამუშაოების პერიოდში საჭიროა მაგისტრალური ქსელის დაცლა. ამჟამად ადგილზე დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, აცხადებენ კომპანიაში.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. თბილისის სამ რაიონში მცხოვრებს მოსახლეობას 5 მარტს, დღის 12:00 საათიდან 6 მარტის დღის  12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება, იუწყება წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP).

კერძოდ, საუბარია ნაძალადევის, გლდანის და ჩუღურეთის რაიონებზე.

სარემონტო სამუშაოები თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2021
თბილისში ათასობით ოჯახი 24 საათის განმავლობაში უწყლოდ დარჩება

5 მარტს ნაძალადევის რაიონში ქუთათელაძის ქუჩა N15-თან, წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე დაზიანების აღსადგენად გადაუდებელი ტექნიკურ სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში წყალსადენის მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი. ამჟამად ადგილზე დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, აცხადებენ კომპანიაში.

წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში:

თემქის I მ/რ-ს ნაწილს, III მ/რ-ს 1-ელ კვარტალს, XI მ/რ-ს 1-4 კვარტლებს, ზღვის უბნის IV მ/რ-ს,  IV, IX, X, Xა კვარტლებს, გურამიშვილის გამზირს, დადიანის  ქუჩის ნაწილს, სარაჯიშვილის, ჩარგლის, ბეჟანიშვილის, ბენდელიანის, ღრმაღელის, ლოტკინის  მთის, რკინიგზის, ხუდადოვის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის და მიმდებარე ქუჩებს. სანზონის დასახლებას. 

გლდანის რაიონში:

გლდანის „ა“ I- IV მიკრორაიონებს, შეშელიძის ქუჩას, გმირ კურსანტთა ქ. N20-ს,  ვეკუას ქ. N10-ს, ხიზაბავრის ქ. N5-ს.

ჩუღურეთის რაიონში:

მეუნარგიას, ზაზიშვილის, წრომის და ქებურიას ქუჩებს.

ქუჩების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.

ყველა ახალი ამბავი
0