კახა კალაძე: ვმუშაობთ, რომ მეტროთი მგზავრობა იყოს მაქსიმალურად კომფორტული

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მეტრო
თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
გამოწერა
დედაქალაქის მერმა ახლო მომავალში მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროექტის წარმოდგენის პირობა დადო.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საზოგადოებას უახლოეს მომავალში მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროექტის ვიზუალური ნაწილი წარედგინება. თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის მეტროში განხორციელებულ სამუშაოებს პირადად გაეცნო.

თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2020
ახალი ფასადი და ვესტიბიული: თბილისში მეტროს სადგურები განახლდება

მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ 2018 წლის იანვარში უბედური შემთხვევა მოხდა – შეკიდული ჭერი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ დედაქალაქის მერია მეტროს ამ სადგურის მოდერნიზაციას გეგმავს.

„ალბათ გახსოვთ „ვარკეთილის“ სადგურში ჭერის ჩამოშლის ფაქტი. ამის შემდეგ ჩვენ მთელი რიგი სამუშაოები გავატარეთ. პირველი, რაც მინდა აღვნიშნო, არის ის, რომ გვირაბი არის მყარი, შესაძლებელია რეაბილიტაციის ჩატარება და ყველაფრის მოწესრიგება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძის ინფორმაციით, თბილისის მეტროში გასულ წელს ელექტროსისტემის მოდერნიზაციის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა.

„დავიწყეთ ვაგონების განახლება–რეაბილიტაცია, ასევე შევცვალეთ ძალოვანი კაბელები, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. დაახლოებით 500 კმ-მდე კაბელები შევცვალეთ. აგრეთვე გამოვცვალეთ გამნიავებელი სისტემა, მთელი აგრეგატები. ახალი ვაგონების შესყიდვაზე, იცით, რომ ვთანამშრომლობთ EBRD-თან და ტენდერი დასასრულს უახლოვდება“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერი თბილისის მოსახლეობას კიდევ ერთხელ დაჰპირდა, რომ მეტროთი მგზავრობა სამომავლოდ კიდევ უფრო კომფორტული გახდება.

კალაძე: მოხდება მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ მოდერნიზაცია>>

ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კილომეტრი.

ყველა ახალი ამბავი
0